დაგინებულია და არ აკეთებენ-რას წერენ ბათუმელები მემედ აბაშიძის ქუჩაზე მოშლილ ინფრასტრუქტურაზე

ბათუმში, მემედ აბაშიძის 10 ნომერში დაზიანებული გზის სავალი ნაწილი, წითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

ფოტო, ბათუმში მემედ აბაშიძის ქუჩიდან, სამოქალაქო აქტივობამ “ჩემი ქალაქი მკლავს”- გაავრცელა. კადრზე ჩანს, გზის სავალი ნაწილი, სადაც ქვაფენილი აყრილია და დაზიანებისგან როგორც ჩანს ორმო გაჩნდა, ამიტომ ვიღაცამ წითელი ლენტით შემოღობა, რადგან ავტომობილისთვის დიდ ხიფათს წარმოადგენს.

ბათუმელები სოციალურ ქსელში, არსებულ მდგომარეობას განიხილავენ და წერენ რომ დიდი ხანია დაზიანებული ტერიტორია ვიღაცან წითელი ლენტით შემოღობა, თუმცა შესაბამისი უწყებები როგორც ჩანს არ ჩქარობენ, მის შეკეთებას. წითელ ლენტზე გამოკრული წარწერა: “დაგინებულია და არ აკეთებენ”- როგორც ჩანს ადგილობრივები ამ დიდმა თავსატეხმა ხუმრობის ხასიათზე დააყენა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმის მერიამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა იმ ქუჩების სია, სადაც რეაბილიტაციაა დაგეგმილი, უწყების გამოქვეყნებულ სიაშია მემედ აბაშიძის ქუჩაც. შესაძლოა ამ კონკრეტული დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაციის პროცესში მოხვდეს, თუმცა მანამდე ისევ შემოსაზღვრული წითელი ლენტის იმედად მოუწევთ ბათუმელებს აღნიშნულ მონაკვეთზე სიფრთხილე.