ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 34 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ

მერიის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ერთ ლარად გადაეცათ.

ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 34 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ

„34 ოჯახი გავახარეთ. იმ ფართების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადაეცათ, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობენ და გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებდნენ დაკანონებას. საერთო ჯამში, აღნიშნული პროგრამა დიდი წარმატებით მიმდინარეობს. 3000 ოჯახი უკვე დაკმაყოფილებული გვყავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პრობლემის მქონე მოქალაქეებმა რაიონულ გამგეობებს უნდა მიმართონ, უწყების ინფორმაციით, განცხადებების შესავსებად ინფორმაციას სწორედ რაიონულ გამგეობებში მიაწვდიან.