მალე ფეხითაც ვერ გაივლი-რას წერენ ბათუმელები იუსტიციის სახლის წინ შემოღობილ მიწაზე და რა აშენდება თავისუფალ ტერიტორიაზე

ბათუმში, იუსტიციის სახლსა და „ალიანს პალასს“ შორის მდებარე 4 224 კვადრატული მეტრი ტერიტორია, სადაც ავტოპარკინგი იყო, შემოღობილია. ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაშია და ის „იუსტიციის სახლის“ სარგებლობაში იყო, თუმცა 2023 წლის აგვისტოში ეს ადგილი სახელმწიფომ 49 წლით შპს „ალიანს მენეჯმენტს“ აღნაგობის უფლებით გადასცა.

მალე ფეხითაც ვერ გაივლი-რას წერენ ბათუმელები იუსტიციის სახლის წინ შემოღობილ მიწაზე და რა აშენდება თავისუფალ ტერიტორიაზე

როგორც, ირკვევა ტერიტორიაზე 200 ავტომანქანაზე გათვლილი ორდონიანი [მიწისზედა და მიწისქვეშა] ავტოსადგომის მოწყობა იგეგმება.

ბათუმში, პარკირება ბოლო წლების ისტერიული განაშენიანების მიზეზით, დიდ პრობლემად იქცა. შეიძლება ითქვას, რომ მანქანის გაჩერება თითქმის ყველა ქუჩაზე შეუძლებელია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში აშენებულ თითქმის არც ერთ შენობას არ აქვს უზრუნველყოფილი მიწისქვეშა პარკინგი.

აღნიშნული ორსართულიანი პარკირება, რომლის მშენებლობაც დაწყებულია შეამსუბუქებს თუ არა ბათუმელი მძღოლების ყოველდღიურობას ძნელი სათქმელია, თუმცა დაწყებულმა მშენებლობამ, ადგილობრივების უარყოფითი დამოკიდებულება ნამდვილად გამოიწვია. ბათუმელები დაწყებულ პროექტს სოციალური ქსელით ეხმაურებიან და წერენ, რომ “მალე ბათუმის ქუჩებში, ფეხით გავლა შეუძლებელი იქნება!”