Next-Gen Townhouses-ის გაყიდვები დაიწყო: ნახეთ როგორია Unix Vision ახალი თაობის დასახლება

Unix Vison-ის ახალი თაობის სახლების პროექტ NEXT-GEN-ს წარმოგიდგენთ, რომელიც ლისის ტბასთან მდებარეობს, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ და მწვანე სივრცეში.

Next-Gen Townhouses-ის გაყიდვები დაიწყო: ნახეთ როგორია Unix Vision ახალი თაობის დასახლება

Next-Gen თაუნჰაუსები – ეს არის ურბანული ცხოვრების ახალი ხედვა, რომელიც აერთიანებს უახლეს ტექნოლოგიებს და მდგრადობას. წარმოიდგინეთ: კერძო სახლი ქალაქში, რომელიც დაგეგმილია უმაღლესი სტანდარტების მიხედვით, ექსტერიერი პრემიუმ კლასის ბუნებრივ ხეში და ქვაში, თანამედროვე სმარტ სახლის მახასიათებლებითა და ეკო-მეგობრული ინოვაციებით. თითოეული რეზიდენცია აღჭურვილია საკუთარი დამოუკიდებელი მზის პანელებით და აშენებულია ენერგოეფექტური-მდგრადი მასალებით.

Next-Gen Townhouses-ის გაყიდვები დაიწყო: ნახეთ როგორია Unix Vision ახალი თაობის დასახლება

Unix Vision-ის დაკვეთით პროექტი ცნობილი ქართველი არქიტექტორის გიორგი ხმალაძის, ინჟინერ-მშენებელი ალექსანდრე კორტავასა და ინჟინერ ბექა ხარტიშვილის დაგეგმარებულია, რაც უზრუნველყოფს უმაღლეს ხარისხსა და გამორჩეულ არქიტექტურულ მიმზიდველობას.

Next-Gen Townhouses-ის გაყიდვები დაიწყო: ნახეთ როგორია Unix Vision ახალი თაობის დასახლება

კომპანია, NEXT-GEN-ის პირველ მაცხოვრებლებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს, გახდნენ ახალი თაობის სახლების პირველი რეზიდენტები და ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით როგორც გადახდის, ასევე სახლის შიდა დაგეგმარების კუთხით.

მიყევი Unix Vision-ის ოფიციალურ გვერს (unix.ge) გაიგეთ მეტი პროექტის შესახებ და დაჯავშნე ვიზიტი. არ გამოტოვოთ ეს უნიკალური შესაძლებლობა, გახდეთ ახალი თაობის სახლის მფლობელი.
Unix Vision-ის შესახებ

Next-Gen Townhouses-ის გაყიდვები დაიწყო: ნახეთ როგორია Unix Vision ახალი თაობის დასახლება

Unix Vision არის წამყვანი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, ცნობილი თავისი ინოვაციური და მაღალი ხარისხის პროექტებით. ბაზარზე უმაღლესი ხარისხის მტკიცებით, Unix Vision-მა წლების განმავლობაში არაერთი შესანიშნავი პროექტები შექმნა, მათ შორის ცნობილი Meama პროექტი, Episode Hotels (პირველი სრულად ციფრული სასტუმრო საქართველოში) და მრავალი სხვა. მათი ფოკუსი მდგრადობაზე, უახლეს ტექნოლოგიებზე და განსხვავებულ არქიტექტურულ დიზაინებზე გამოარჩევს მათ უძრავი ქონების ინდუსტრიაში. გაიგეთ მეტი Unix Vision-ის და მათი შთამბეჭდავი პორტფოლიოს შესახებ, ეწვიეთ მათ ვებგვერდს unix.ge.