საბურთალოზე სპორტის სასახლის წინ ძლიერმა ქარმა ნაძვის ხე წააქცია

თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, სადაც დღის მანძილზე უამრავი ადამიანი გადაადგილდება ძლიერმა ქართმა ნაძვის ხე წააქცია. თვითმხილველების ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საბურთალოზე სპორტის სასახლის წინ ძლიერმა ქარმა ნაძვის ხე წააქცია

შემთხვევა, სპორტის სასახლის წინ მოხდა. მეტროს ამოსასვლელის თავზე რამდენიმე მეტრიანი რკინის კონსტრუქციით შექმნილი ნაძვის ხე ძლიერმა ქარმა წააქცია.

შეგახსენებთ, რომ 🌬გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17-18 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, თბილისის გარეუბნებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება 28 – 30 მ/წმ-დე.