მშენებლობა გაძვირდა-რამ გამოიწვია ფასის ზრდა და როგორ აისახება გასაყიდ უძრავ ქონებაზე
სტატისტიკის ეროვნული სამსახური მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 2023 წლის დეკემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3.5 პროცენტით გაიზარდა.
დოკუმენტის თანახმად სექტორში ფასის ზრდის მიზეზი, დაქირავებულთა ხელფასების ზრდამ გამოიწვია.
უფრო ზუსტად „საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 17.3 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 52 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 7.5 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 10.7 და 4.29 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ მიზეზით დარგის ექსპერტები ახალ აშენებულ უძრავ ქონებაზე ფასების მომატებას ვარაუდობენ.