მიქაუტაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება

თბილისში გლდანში, შოთა მიქატაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა სრულდება.

მიქაუტაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, 4 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება.

“შოთა მიქატაძის ქუჩაზე საკმაოდ მძიმე მდგომარეობდა არსებობდა. პროექტის ფარგლებში, იგება ასფალტის ორფენიანი საფარი და წესრიგდება ფეხით სავალი ბილიკები. სამუშაოების დაწყებამდე, გამოიცვალა წყალარინების ქსელებიც, რომლის შემდეგ, საგაო სამუშაოები დაიგეგმა“, – განაცხადა გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით 425 000 ლარი დაიხარჯება.