მერია-დასასრულს უახლოვდება ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა

თბილისის მერია-მიმდინარე წელს, თბილისში 8 ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყება იგეგმება.

მერია-დასასრულს უახლოვდება ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა

გარდა ამისა, უწყების ცნობით დასასრულს უახლოვდება ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა, რომელიც მაისში დასრულდება.

„მიმდინარე წელს დაგეგმილია შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყება: 1. უნივერსიტეტი-ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზა-გვირაბის მშენებლობა; 2. წყნეთის გზატკეცილის დასაწყისიდან (ვაკის სასაფლაოს შესასვლელთან) წყნეთის გზატკეცილის N6-მდე გზის რეაბილიტაცია და გაფართოება; 3. წყნეთის გზატკეცილის N6 -დან სიკო დოლიძის ქუჩამდე მონაკვეთის რეაბილიტაცია; 4. წყნეთის გზატკეცილზე, სიკო დოლიძის ქუჩიდან ბაგების ხიდის კვანძამდე მონაკვეთის რეაბილიტაცია; 5. მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა; 6. 9 აპრილის (ყოფილი ჩიტაძის) ქუჩის რეაბილიტაცია, ინგოროყვას ქუჩის და რუსთაველის გამზირის მონაკვეთში; 7. სამგორის რაიონში, ემირ ბურჯანაძის ქუჩის რეაბილიტაცია და 8. სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაცია“, – განაცხადეს უწყებაში.