ხვალ ორ მაისს “ქუთაისქალაქობა 2024” გაიმართება – ტრადიციული დღესასწაული ძველ ქალაქში მე-19 საუკუნიდან აღინიშნება

"ორმაისობა" იგივე "ქუთაისქალაქობა", ტრადიციულად ხვალ გაიმართება. დღესასწაული, რომელსაც საფუძველი გასულ საუკუნეში ჩაეყარა, ყვავილს, გვირილას უკავშირდება. გიმნაზიელი გოგონა ალექსანდრა ჩიქოვანი ყვავილებს კრეფდა, ყიდდა და აღებული ფულით ტუბერკულოზით დაავადებულებს ეხმარებოდა, საქველმოქმედო ღონისძიებას, ნელ-ნელა სხვა გიმნაზილებიც შეუერთდნენ და პირველი მასშტაბური ღონისძიება პირველად 1921 წელს გაიმართა. დღემდე დღესასწაული რომელსაც უკვე მთელი ქალაქი აღნიშნავს საქველმოქმედო ხასიათს ატარებს.

ხვალ ორ მაისს “ქუთაისქალაქობა 2024”  გაიმართება – ტრადიციული დღესასწაული ძველ ქალაქში მე-19 საუკუნიდან აღინიშნება

დღესასწაული ბაგრატის ტაძრიდან 12:00 სთ-ზე მეუფის მიერ დალოცვით დაიწყება, სადაც ქუთაისელებთან ერთად ჩოხოსნები იქნებიან. ბაგრატის ტაძარში ზარების რეკვით, ძველ ქალაქს ამცნობენ, რომ მთავარი დღესასწაული დაიწყო.

შემდეგი ლოკაცია “სამი ოთარის ძეგლზე” პატივის მიგება იქნება, რაც ქუთაისზე შეყვარებულ ადამიანებს სიმბოლურად გამოხატავს.

დაგეგმილია რიონზე ჯომარდობა, სადაც სპორტსმენები და მოყვარულები მიიღებენ მონაწილეობას.

დღის განმავლობაში ეროვნულ გალერეაში გამოფენა გაიმართება.

მთავარი ღონისძიებები კი წელს ახალ ლოკაციაზე ბალახვანში ცნობილ 100 საფეხურიან კიბესთანაა დაგეგმილი, სადაც მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციისა და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა, ფოტოზონები, საბავშვო-გასართობი აქტივობები, სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა პლენერი, “მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის” მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, პერფორმანსები, მსახიობთა დასის წარმოდგენები.

ღონისძიებას გალა კონცერტი დაასრულებს, რომელიც 19:00-ზე დაიწყება.