კულტური მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებლობის წესის დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება

მუნიციპალიტეტმა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებარე ობიექტების კონსერვაციის წესების დარღვევით მიტოვებისთვის ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს.

კულტური მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებლობის წესის დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება

დედაქალაქის მერის განმარტებით, დარღვევით წარმოებული ნებისმიერი სახის მშენებლობა დიდ პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში.

“არის შემთხვევები, როცა კონკრეტული პირები იღებენ მშენებლობის ნებართვას, იწყებენ მშენებლობას, თუმცა შემდგომ გარკვეული მიზეზების გამო ვერ აგრძელებენ სამშენებლო პროცესს. ასეთი ობიექტები იერსახის თვალსაზრისითაც ძალიან ცუდია და ირგვლივ მცხოვრები ადამიანებისთვისაც დიდ დისკომფორტს წარმოადგენს. შესაბამისად, გვინდა, რომ ეს ყველაფერი დავარეგულიროთ, მოვაწესრიგოთ. კონსერვაციას აქვს თავისი წესები.”

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიხედვით კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში, მშენებარე ობიექტების კონსერვაციის წესის დარღვევით მიტოვებისა ჯარიმების გაზრდას – I და II კლასის შემთხვევაში 3-ჯერ, ხოლო III და IV კლასის შემთხვევაში 5-ჯერ. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით: კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მშენებლობის ექვს თვეზე მეტი ვადით კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება: – I da II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას ჯარიმა 5 000 ლარის ნაცვად, იქნება 15 000 ლარი; III da IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას ჯარიმა 20 000 ლარის ნაცვლად; II და IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას ჯარიმა 20 000 ლარის ნაცვალ 100 000 ლარი.