ქართული ორნამენტებით გაცოცხლებული საბჭოთა არქიტექტურა

თბილისსი კედლის მხატვრობა, ბოლო პერიოდია განსაკუთრებულად აქტუალური ხდება.

ქართული ორნამენტებით გაცოცხლებული საბჭოთა არქიტექტურა
ქართული ორნამენტებით გაცოცხლებული საბჭოთა არქიტექტურა
ქართული ორნამენტებით გაცოცხლებული საბჭოთა არქიტექტურა
ქართული ორნამენტებით გაცოცხლებული საბჭოთა არქიტექტურა

ვინაიდან, დედაქალაქში საცხოვრებელი კორპუსები ძირითადად საბჭოთა პერიოდშია აშენებული, მათი არქიტექტურული სტილი ძნელი გამოსაცნობი არაა და განსაკუთრებით ახალი თაობისთვის მუდმივად ნაცრისფერი კედლები ყურება არაა მარტივი, ამიტომ დედაქალაქის უმეტეს უბნებში სწორედ ასეთი კორპუსები ნელ-ნელა იხატება და აცოცხლებს ნაცრისფერი წარსულის კედლებს.

კონკრეტული საცხოვრებელი კორპუსი, რომელზეც ამჟამად ორი ხელოვანი მუშაობს, ვაზისუბნის დასახლებაშია. 9 სართულიანი შენობის მოხატვა თითქმის დასრულებულია. kalaki.ge -მ სწორედ მაშინ მოინახულა, როცა ხელოვანები დეტალების დამატებასა და დასრულებას ცდილობდნენ. ვინაიდან, ისინი სპესიალურად მოწყობილ ბაგირზე მაღალ სართულზე მუშაობდნენ, მათთან გასაუბრება ვერ მოხერხდა, თუმცა გთავაზობთ ფოტომასალას სამუშაო პროცესიდან.