ქობულეთში ტყუპი ცათაბჯენის ასაშენებლად კომპანიას ბათუმელების თახმობა აქვს

ზღვისპირა ზოლში, ქობულეთში, კომპანია "ვითიქეი" 40-45 სართულიანი სათამჯენების აშენებას გეგმავს. თბილისისა და ბათუმის შემდეგ სხვადასხვა ქალაქებში ცათამჯენების მშენებლობა ნელ-ნელა ინაცვლებს, თუმცა ამჯერად დაწყებული სკრინინგის პროცედურა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეწყვიტა.

ქობულეთში ტყუპი ცათაბჯენის ასაშენებლად კომპანიას ბათუმელების თახმობა აქვს

საზოგადოების ყურადღება ტყუპების ასაშენებლად გარემოს ეროვნული სააგენტოს მხრიდან ქობულეთის მერიისთვის გაგზავნილმა წერილმა მიიპყრო, სადაც ცათამბჯენების ასაშენებლად წერია, რომ “ქალაქ ბათუმის მოსახლეობა თანახმაა ტყუპები აშენდეს”, მაშინ როცა მშენებლობა ქობულეთში უნდა განხორცილდეს.

ამავე დოკუმენტში, სადაც ხელისუფლების ორგანოების მოსაზრებებზეა საუბარი, ქობულეთის მერიის ნაცვლად აღნიშნულია, რომ „ქალაქ ბათუმის მერიის წარმომადგენლებმა მოითხოვეს მოსახლეობის მოსაზრებების გათვალისწინება.“ იმავე პროექტთან დაკავშირებით სააგენტოს დირექტორი ქობულეთის მერს სწერს, რომ ქობულეთში დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებულ სკრინინგის განცხადებაში „ინფორმაციის დიდი ნაწილი გადმოტანილია „ქ. თბილისში, სოფელ შინდისში „ესსი ტაბახმელა დეველოპმენტის“ 10 ჰექტარზე მეტი განაშენიანების ფართობის მქონე ურბანული განვითარების პროექტსა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მოწყობასა და ექსპლუატაციის პროექტის“ დოკუმენტაციიდან, რაც არ იძლევა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას“.

დოკუმენტების მიხედვით, შპს „ვითიქეი“ მრავალსართულიანი მულტიფუნქციური კომპლექსის აშენებას ქობულეთში, აღმაშენებლის 285 ნომერში, თავის საკუთრებაში არსებულ 8 165 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აპირებს. დაგეგმილი კომპლექსი მოიცავს სასტუმრო/აპარტამენტებს, კაზინოს, სარელაქსაციო სივრცეებს, კომერციულ ობიექტებს, სავაჭრო ცენტრებსა და სხვადასხვა სახის სარესტორნო სივრცეს.

ამბავი, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ჯერ კიდევ გარჩევის საგანია, აშენდება თუ არა ცათამბჯენები ქობულეთში ბათუმელი მოსახლეობის თანხმობით ჯერ უცნობია.