ბათუმში ბინების გაყიდვებმა იკლო-გალთ&თაგარტი ახალ კვლევას აქვეყნებს

„გალთ&თაგარტის“ ახალი კვლევის თანახმად, 2023 წელს ბათუმში 15,758 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 7.5%-იანი კლებაა.

ბათუმში ბინების გაყიდვებმა იკლო-გალთ&თაგარტი ახალ კვლევას აქვეყნებს

„გაყიდვების მაჩვენებელი 29.6%-ით აღემატება 2021 წლის მაჩვენებლებს. ტრანზაქციების უმეტესობა (მთლიანის 42.0%) დარეგისტრირებული იყო ახალი ბულვარის ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ ამ უბანში ტრანზაქციების 60.1% პირველად ბაზარზე განხორციელდა. ამის მიზეზი ახალი ბულვარის ტერიტორიაზე დეველოპერული პროექტების კონცენტრაციაა – ბათუმში მიმდინარე 155 საცხოვრებელი პროექტიდან 67 ახალ ბულვარში ხორციელდება“ – წერია კვლევაში.

დოკუმენტის თანახმად, გასაყიდი ბინის 1 კვადრატული მეტრის მინიმალური ფასი ამჟამად 850 დოლარია, მაშინ როცა 2021 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 550 დოლარი იყო.