კიდევ ერთი მშენებლობა თბილისში-ქავთარაძეზე მულტიფუნქციური კომპლექსი აშენდება
დედაქალაქს კიდევ ერთი ახალი აშენებული კომპლექსი შეემატება. ინფორმაციას მედია საშუალება "კომერსანტი" ავრცელებს.
ახალ პროექტს დეველოპერული კომპანია “მეტროპოლი” ახლორციელებს. მშენებლობა კი, ორ წელიწადში 2026 წლის დეკემბერში დასრულდება.
ქალაქის ცენტრში მდებარე ახალი მრავალფუნქციური კომპლექსი ორ 25-სართულიან შენობას გააერთიანებს, სადაც, საერთო ჯამში, 534 აპარტამენტი განთავსდება.
საცხოვრებელი სივრცის მინიმალური ფართია 51,6 M2, ხოლო მაქსიმალური – 187 M2. საგანგებოდ გამოიყო სივრცე ავტოსადგომისთვის, კეთილმოწყობილი პარკინგი 334 ავტომობილს დაიტევს.
აღსანიშნავია, რომ მულტიფუნქციული კომპლექსის ტერიტორია მოიცავს: სპორტულ მოედნებს, საფეხმავლო და ველობილიკებს, კომპლექსის ნაწილი იქნება საბავშვო ბაღი, სავარჯიშო დარბაზი, ასევე საოფისე და კომერციული ფართები.