მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ევროპაში დამკვიდრებული შენობების მოდერნისტული სტილი საქართველოშიც მალე ვრცელდება. ქართული ხასიათიდან გამომდინარე მას ხელოსნები თავისებური სტილის ელემენტებით ავსებენ - აქ იწყება ევროპულისა და ქართული ნიმუშების შერწყმა, იქმნება ისეთი შენობების ნიმუშები, რომლებსაც სხვაგან ვერ შეხვდებით გარდა საქართველოსი.

მოდერნის სტილით უმეტესად, საცხოვრებელი და საშემოსავლო სახლები შენდებოდა, მაგრამ ძალზე ხშირია სხვა დანიშნულების მქონე შენობები: ბანკები, სასწავლებლები, მაღაზიები, საავადმყოფოები, თეატრები. როგორც გინდათ ისე დაუძახეთ – გინდა ევროპული და გინდა ქართული, თუმცა ფაქტია, რომ თბილისს ასეთი შენობები უდაოდ ალამაზებს, რაც დედაქალაქში უხვადაა, ჩვენი წარსულის სახეა და უამრავ მოგონებას გვინახავს, რომელიც ხან ტკივილითა და ხანაც სითბოთი გვავსებს.

თბილისში, მთაწმინდის რაიონში, გიორგი ლეონიძის ქუჩიდან ლადო ასათიანამდე ივანე მაჩაბლის ქუჩაა, რომლის შენობათა უმრავლესობა ძალიან საინტერესო არტიტექტურული ნამუშევარია.

ივანე მაჩაბლის ქუჩაზე არსებული სახლი – თბილისური და ევროპული არქიტექტურის შერწყმის ბრწყინვალე მაგალითი

ერთ-ერთი მათგანი კი მაჩაბლის N13-ში მდებარეობს, სადაც ამჟამად მწერალთა სახლია განთავსებული. შენობა 1903-1905 წლებში, ცნობილმა მეცენატმა და ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელმა, ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა დავით სარაჯიშვილმა ააგო. სახლი გერმანელი არქიტექტორის, კარლ ცაარის პროექტის მიხედვითაა აშენებული. მასთან ერთად კი თბილისელი არქიტექტორები ალექსანდრე ოზეროვი და კორნელი ტატიშჩევი მუშაობდნენ. ხის ინტერიერის ავტორი ასევე თბილისელი ხელოსანი, ილია მამაცაშვილი გახლდათ.

ივანე მაჩაბლის ქუჩაზე არსებული სახლი – თბილისური და ევროპული არქიტექტურის შერწყმის ბრწყინვალე მაგალითი
ივანე მაჩაბლის ქუჩაზე არსებული სახლი – თბილისური და ევროპული არქიტექტურის შერწყმის ბრწყინვალე მაგალითი
ივანე მაჩაბლის ქუჩაზე არსებული სახლი – თბილისური და ევროპული არქიტექტურის შერწყმის ბრწყინვალე მაგალითი

სახლი მოდერნის სტილის არქიტექტურის ნიმუშია. ფასადის მოპირკეთების დროს უხვადაა გამოყენებული ტალღოვანი ფრონტენები, ნაძერწი ნიჟარები, მცენარეული ორნამენტები. არქიტექტურის მკვლევართა აზრით, სარაჯიშვილის სახლი თბილისური და ევროპული არქიტექტურის შერწყმის ბრწყინვალე მაგალითია.

ივანე მაჩაბლის ქუჩაზე არსებული სახლი – თბილისური და ევროპული არქიტექტურის შერწყმის ბრწყინვალე მაგალითი
ივანე მაჩაბლის ქუჩაზე არსებული სახლი – თბილისური და ევროპული არქიტექტურის შერწყმის ბრწყინვალე მაგალითი
ივანე მაჩაბლის ქუჩაზე არსებული სახლი – თბილისური და ევროპული არქიტექტურის შერწყმის ბრწყინვალე მაგალითი

სახლის ვერანდა მოპირკეთებულია ცნობილი ფირმის „ვილეროი და ბოხის” კერამიკული ფილებით. მსგავსი ფორმისა და მოხატულობის ფილები დიდი იშვიათობაა და ის მხოლოდ განსაკუთრებული შეკვეთისა და მესაკუთრეებისთვის მზადდებოდა. „კიოლნის ტაძარი“ გერმანიაში, მოსკოვის „დიდი თეატრი“, „აინზიდელნის სააბატო“ შვეიცარიაში – ეს ის შენობებია, სადაც იგივე სტილის კერამიკული ფილები შეგიძლიათ იხილოთ, რაც მწერალთა სახლის ვერანდაზეა.

ივანე მაჩაბლის ქუჩაზე არსებული სახლი – თბილისური და ევროპული არქიტექტურის შერწყმის ბრწყინვალე მაგალითი
ივანე მაჩაბლის ქუჩაზე არსებული სახლი – თბილისური და ევროპული არქიტექტურის შერწყმის ბრწყინვალე მაგალითი
ივანე მაჩაბლის ქუჩაზე არსებული სახლი – თბილისური და ევროპული არქიტექტურის შერწყმის ბრწყინვალე მაგალითი
ივანე მაჩაბლის ქუჩაზე არსებული სახლი – თბილისური და ევროპული არქიტექტურის შერწყმის ბრწყინვალე მაგალითი
ივანე მაჩაბლის ქუჩაზე არსებული სახლი – თბილისური და ევროპული არქიტექტურის შერწყმის ბრწყინვალე მაგალითი

სახლის გახსნა დავით სარაჯიშვილმა ეკატერინე ფორაქიშვილთან ქორწინების 25 წლის იუბილეს დაამთხვია. სარაჯიშვილის სახლი გახსნისთანავე იქცა ქალაქის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან ცენტრად. იგი ხშირად მასპინძლობდა ლიტერატურულ და სამხატვრო საღამოებს, რომელთა შემდეგაც სასიამოვნო ქართული ნადიმები იმართებოდა. ამ სასახლის ხშირი სტუმრები იყვნენ აკაკი წერეთელი, გიგო გაბაშვილი, არტურ ლაისტი, ვალერიან გუნია და სხვები. მცირე ხნით აქ აკაკი წერეთელიც ცხოვრობდა, ივანე მაჩაბელიც და არტურ ლაისტიც. პირველად აქ ქართველი ფერმწერის, გიგო გაბაშვილის გამოფენა მოეწყო.

ივანე მაჩაბლის ქუჩაზე არსებული სახლი – თბილისური და ევროპული არქიტექტურის შერწყმის ბრწყინვალე მაგალითი
ივანე მაჩაბლის ქუჩაზე არსებული სახლი – თბილისური და ევროპული არქიტექტურის შერწყმის ბრწყინვალე მაგალითი
ივანე მაჩაბლის ქუჩაზე არსებული სახლი – თბილისური და ევროპული არქიტექტურის შერწყმის ბრწყინვალე მაგალითი
ივანე მაჩაბლის ქუჩაზე არსებული სახლი – თბილისური და ევროპული არქიტექტურის შერწყმის ბრწყინვალე მაგალითი

დავით სარაჯიშვილი 1911 წელს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მისმა ანდერძმა კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა საზოგადოება. ანდერძის თანახმად, მრავალმილიონიანი ქონების უდიდესი ნაწილი, ქართველი ერის განვითარებას უნდა მოხმარებოდა. სახლი კი თავის მეუღლეს, ეკატერინე ფორაქიშვილს უანდერძა. ანდერძის შესაბამისად, გარდაცვალების შემდეგ სახლში ეკატერინე და მისი ძმა ადამ ფორაქიშვილი ცხოვრობდნენ. ეკატერინეს გარდაცვალების შემდეგ 1916 წელს, ფინანსური პრობლემების გამო ადამ ფორაქიშვილი იძულებული გახდა სახლი აუქციონზე გასაყიდად გაეტანა. 1918 წელს ქართული საზოგადოების თხოვნით იგი ცნობილმა ქართველმა მრეწველმა და მეცენატმა აკაკი ხოშტარიამ შეიძინა. მან, თავის მხრივ, კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა დავით სარაჯიშვილის სახლი, იტალიიდან ჩამოტანილი ლომის ქანდაკებებითა და ანტიკური ნივთებით მორთო იგი. მანვე მოაწყო საზაფხულო და ზამთრის ბაღები.

ივანე მაჩაბლის ქუჩაზე არსებული სახლი – თბილისური და ევროპული არქიტექტურის შერწყმის ბრწყინვალე მაგალითი
ივანე მაჩაბლის ქუჩაზე არსებული სახლი – თბილისური და ევროპული არქიტექტურის შერწყმის ბრწყინვალე მაგალითი
ივანე მაჩაბლის ქუჩაზე არსებული სახლი – თბილისური და ევროპული არქიტექტურის შერწყმის ბრწყინვალე მაგალითი
ივანე მაჩაბლის ქუჩაზე არსებული სახლი – თბილისური და ევროპული არქიტექტურის შერწყმის ბრწყინვალე მაგალითი

1921 წლის თებერვალში საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, აკაკი ხოშტარია იძულებული გახდა, დაეტოვებინა ქვეყანა და ემიგრაციაში წასულიყო. იმავე წლის 28 თებერვალს, ანუ გასაბჭოებიდან მესამე დღეს, საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა დავით სარაჯიშვილის სახლად ცნობილი შენობა, პაოლო იაშვილის ინიციატივითა და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით, ქართველ მწერლებსა და ხელოვანებს გადასცა. 20-იან წლებში ამ სახლს „ხელოვნების სასახლეს“ უწოდებდნენ კიდეც. 1925-1926 წლის „ცნობათა კრებულში“, რომელიც ტიციან ტაბიძის რედაქციით გამოვიდა, ვკითხულობთ:

„ხელოვნების სასახლე დაარსებულია 1921 წელს გასაბჭოების პირველ დღეებში. მწერალთა კავშირის დელეგაციის მიმართვის თანახმად სარევოლუციო კომიტეტმა განსაკუთრებული დეკრეტით ყოფილი სარაჯიშვილების სახლი, შემდეგ აკაკი ხოშტარიასი, გამოაცხადა ხელოვნების სასახლედ. ხელოვნების სასახლე იმყოფება ივ. მაჩაბლის N 13. ხელოვნების სასახლეს განაგებს სრულიად საქართველოს ხელოვანთა კავშირის კომიტეტი, რომელშიაც შედიან წარმომადგენლები ყველა სექციებისა“.

მალე, 1923 წელს ხელოვანთა კავშირს მწერალთა კავშირი ცალკე ორგანოდ გამოეყო და 2007 წლამდე ეს სახლი „მწერალთა კავშირს“ ეკუთვნოდა.

ივანე მაჩაბლის ქუჩაზე არსებული სახლი – თბილისური და ევროპული არქიტექტურის შერწყმის ბრწყინვალე მაგალითი
ივანე მაჩაბლის ქუჩაზე არსებული სახლი – თბილისური და ევროპული არქიტექტურის შერწყმის ბრწყინვალე მაგალითი
ივანე მაჩაბლის ქუჩაზე არსებული სახლი – თბილისური და ევროპული არქიტექტურის შერწყმის ბრწყინვალე მაგალითი

აქვეა რესტორანი კაფე „ლიტერა“, სადაც შეგიძლიათ დასივენოთ და რომელიც თითოეულ მნახველს აოცებს შიდა კომფორტით, კარგად მომზადებული ქართული სამზარეულოთი და მაღალი დონის მომსახურებით. დაწესებულება ცნობილია თავისი ულამაზესი საზაფხულო ვერანდით, გასაოცარი ბაღის შუაგულში.

ივანე მაჩაბლის ქუჩაზე არსებული სახლი – თბილისური და ევროპული არქიტექტურის შერწყმის ბრწყინვალე მაგალითი
ივანე მაჩაბლის ქუჩაზე არსებული სახლი – თბილისური და ევროპული არქიტექტურის შერწყმის ბრწყინვალე მაგალითი

რესტორანში აუცილებად უნდა დააგემოვნოთ ცივი, მჟავე და იოგურტის წვნიანი ტარტარით, ვახშამზე ღორის მუცელი აჯიკის სოუსით, ყავა და გამომცხვარი ატამი დესერტად. ადგილობრივი კერძებით ვეგანები და ვეგეტარიანელებიც დაკმაყოფილდებიან.