რეალობაში სიტყვა - „შენება“ ახალთან, სასიამოვნო და კომფორტულ გარემოსთან ასოცირდება და თითქოს დადებითი პროცესია, თუმცა ჩვენი დედაქალაქი დაუსრულებელი შენების პროცესშია და იმის მაგივრად, რომ გარემო ჩვენთვის სასიამოვნო გახდეს, რეალობა სულ სხვაგვარია - ვექცევით დაუსრულებელ ქაოსში, საცობებში, ეკოლოგიურ კატასტროფაში, სივრცითი ადგილების პრობლემაში. სხვადასხვა ფერის შენობებმა ჩვენი დედაქალაქი დაფარეს და ასე მივედით მოუგვარებელ პრობლემებამდე, თუმცა ამ ყველაფერს დასასრული მაინც არ უჩანს.

ახლად რეაბილიტირებული უნივერსიტეტის ქუჩა და მასშტაბური განაშენიანება

განაჩენი ჩვენს თავს ჩვენით გამოვუტანეთ: მივაშენეთ, დავაშენეთ, დავანგრიეთ და ახალი ავაშენეთ, ავაშენეთ უფრო დიდი, პირადი კეთილდღეობისათვის და არაფრის გათვალისწინებით… დიახ, განაჩენია ის, რომ აღარ ნიავდება ჩვენი ქალაქი, განიცდის მწვანე საფარის ნაკლებობას, ბეტონის შენობები ისეთი სიმჭიდროვითაა აგებული, რომელ ჯანსაღ გარემოსა და კომფორტზე გველაპარაკებიან დეველოპერები.

ახლად რეაბილიტირებული უნივერსიტეტის ქუჩა და მასშტაბური განაშენიანება

ასეთი რეალობის წინაშე დგას დღეს უნივერსიტეტის ქუჩაც, რომლის რეაბილიტაციაც 4 დეკემბერს დასრულდა და ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა.

თბილისის მერიამ ქუჩის რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 10 ივნისს დაიწყო. მას შემდეგ ავტოტრანსპორტის მოძრაობა ქუჩაზე ცალმხრივად იყო დაშვებული.

ახლად რეაბილიტირებული უნივერსიტეტის ქუჩა და მასშტაბური განაშენიანება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ქუჩის რეაბილიტაციის შედეგებს ადგილზე გაეცნო და აღნიშნა, რომ ქუჩაზე მცირე სამუშაოებია დარჩენილი, რომლებიც ტრანსპორტის გადაადგილებას ხელს არ შეუშლის.

„ეს არის ტროტუარების სრულად მოწესრიგება, გამწვანების სამუშაოები – ახალი ხე-მცენარეები ირგვება მთლიანად ქუჩაზე, სადაც ამის შესაძლებლობაა. გარდა ამისა, სადაც ზებრა გადასასვლელები იყო დახაზული, ადაპტირდება შშმ პირთათვის”, – განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ დარჩენილ სამუშაოებს დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება.

კახა კალაძის თქმით, ქუჩაზე პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშ არსებული კომუნიკაციები, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო, მოეწყო განათების ახალი ქსელი, შეიქმნა ტროტუარებიც, რომლებიც ქუჩაზე საერთოდ არ არსებობდა.

ახლად რეაბილიტირებული უნივერსიტეტის ქუჩა და მასშტაბური განაშენიანება
ახლად რეაბილიტირებული უნივერსიტეტის ქუჩა და მასშტაბური განაშენიანება
ახლად რეაბილიტირებული უნივერსიტეტის ქუჩა და მასშტაბური განაშენიანება

მერიის ინფორმაციით, უნივერსიტეტის ქუჩაზე სრულად შეიცვალა და განახლდა ყველა ტიპის მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები; რეაბილიტირდა 2,5 კილომეტრი გზის სავალი ნაწილი, სადაც რამდენიმე ფენა ასფალტის საფარი დაიგო; საჰაერო სადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა, მოეწყო გარე განათების ახალი ქსელი; დამონტაჟდა თანამედროვე LED სანათები; ოთხზოლიანი ამსვლელ-ჩამომსვლელი გზა დაიხაზა და მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ახალი მოსაცდელები; სრულდება ტროტუარების მოწყობის სამუშაოები.

გარდა ამისა, გზის უსაფრთხოებისთვის, გარკვეულ ადგილებში ფერდის დამცავი კედლები მოეწყო. სამუშაოები კი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 18 მილიონი ლარით დაფინანსდა.

ახლად რეაბილიტირებული უნივერსიტეტის ქუჩა და მასშტაბური განაშენიანება
ახლად რეაბილიტირებული უნივერსიტეტის ქუჩა და მასშტაბური განაშენიანება
ახლად რეაბილიტირებული უნივერსიტეტის ქუჩა და მასშტაბური განაშენიანება

უნივერსიტეტის ქუჩა XX საუკუნის 70-იან წლებში წარმოიქმნა. ქუჩას სახელი 1977 წელს, თსუ-ის მაღლივი კორპუსის აშენების შემდეგ ეწოდა. 2003 წელს კი თბილისის მთავრობის დადგენილებით ქუჩას ნაფეტვრებისკენ მიმავალი გზის მონაკვეთი დაემატა. უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს, ორივე მხარეს მიუყვება საბურთალოს სასაფლაო.

ახლად რეაბილიტირებული უნივერსიტეტის ქუჩა და მასშტაბური განაშენიანება

ერთ დროს უნივერსიტეტის ქუჩა ასე გამოიყურებოდა:

ახლად რეაბილიტირებული უნივერსიტეტის ქუჩა და მასშტაბური განაშენიანება
ახლად რეაბილიტირებული უნივერსიტეტის ქუჩა და მასშტაბური განაშენიანება
ახლად რეაბილიტირებული უნივერსიტეტის ქუჩა და მასშტაბური განაშენიანება

დღეს უკვე ქუჩა მუდმივი განაშენიანების პროცესშია, სადაც უამრავ მშენებარე და დასრულებულ პროექტს შეხვდებით.

ახლად რეაბილიტირებული უნივერსიტეტის ქუჩა და მასშტაბური განაშენიანება
ახლად რეაბილიტირებული უნივერსიტეტის ქუჩა და მასშტაბური განაშენიანება
ახლად რეაბილიტირებული უნივერსიტეტის ქუჩა და მასშტაბური განაშენიანება
ახლად რეაბილიტირებული უნივერსიტეტის ქუჩა და მასშტაბური განაშენიანება
ახლად რეაბილიტირებული უნივერსიტეტის ქუჩა და მასშტაბური განაშენიანება
ახლად რეაბილიტირებული უნივერსიტეტის ქუჩა და მასშტაბური განაშენიანება
ახლად რეაბილიტირებული უნივერსიტეტის ქუჩა და მასშტაბური განაშენიანება
ახლად რეაბილიტირებული უნივერსიტეტის ქუჩა და მასშტაბური განაშენიანება

ერთ-ერთი საცხოვრებელი კომპლექსი „გრინჰილ რეზიდენსი“ გახლავთ, რომელიც უნივერსიტეტის N24-ში მდებარეობს. საცხოვრებელი მოიცავს: 5000კვ.მ გამწვანებულ შიდა დაცულ ეზოს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, საბავშვო მოედანსა და სკვერს, საფეხბურთო და საკალათბურთო მოედანს, 25-მეტრიან საცურაო აუზს, საბავშვო აუზს, სატრენაჟორო და სავარჯიშო დარბაზს, სპა-ს, საბავშვო ბაღსა და 400-მდე პარკირების ადგილს ტერიტორიაზე. „გრინჰილ რეზიდენსი“-ში სართულების რაოდენობა 4-დან 22-მდეა. 3,1 მეტრიანი ჭერის სიმაღლისა და 61,1-523,9 მ2 ბინები მსურველს თეთრი კარკასის მდგომარეობაში ბარდება. კვადრატული მეტრის ფასი კი კომპლექსში 1 900 დოლარიდან იწყება.

ახლად რეაბილიტირებული უნივერსიტეტის ქუჩა და მასშტაბური განაშენიანება
ახლად რეაბილიტირებული უნივერსიტეტის ქუჩა და მასშტაბური განაშენიანება

მორიგი კომპლექსი სამშენებლო კომპანია „არკონ დეველოპმენტს“ ეკუთვნის. „არკონი უნივერსიტეტის ქუჩაზე” 10-სართულიანი საცხოვრებელი კოპლექსია, რომელიც ინივერსიტეტის N6-ში მდებარეობს. პროექტი მოიცავს კომერციულ სივრცეს, საოფისე და საცხოვრებელ ფართებს. ბინები 66,7–368 მ2 -ით არის წარმოდგენილი. კომპლექსში ამ ეტაპზე ყველა ბინა ამოყიდულია.

ახლად რეაბილიტირებული უნივერსიტეტის ქუჩა და მასშტაბური განაშენიანება
ახლად რეაბილიტირებული უნივერსიტეტის ქუჩა და მასშტაბური განაშენიანება

უნივერსიტეტის ქუჩაზე შემდეგი პრემიუმ კლასის, მულტიფუნქციური პროექტი „ჰაუსარტ არენა“ გახლავთ. პროექტი მოიცავს: A კლასის ბიზნეს ცენტრს, საცხოვრებელ კომპლექსს, ჰიპერმარკეტს, სხვადასხვა სავაჭრო და სარესტორნე სივრცეებს, 3-დონიან მიწისქვეშა პარკინს, გამწვანებულ ტერასას, სადაც განთავსებულია მოსასვენებელი, საბავშვო და სპორტული სივრცეები. 22-სართულიანი კომპლექსი 396 ბინით იქნება წარმოდგენილი, რომელთა კვადრატულობა 31,9-დან 218 მ2-მდე იქნება. კვ.მ.-ის ღირებულებას რაც შეეხება, ის 1500 დოლარიდან იწყება.

ახლად რეაბილიტირებული უნივერსიტეტის ქუჩა და მასშტაბური განაშენიანება
ახლად რეაბილიტირებული უნივერსიტეტის ქუჩა და მასშტაბური განაშენიანება

მორიგი პროექტის – „House Uni“-ის მშენებლობა ასევე, უნივერსიტეტის ქუჩაზე მიმდინარეობს. პროექტი 17 სახლს მოიცავს, რომელთა სართულიანობა 8-დან 12-მდეა. აქ წარმოდგენილი ბინების ფართი 43,5-დან იწყება და 62,5მ2 -ით მთავრდება. კომპლექსში წარმოდგენილი ბინების 1მ2 -ის ფასი კი 1 453 დოლარიდან იწყება.

ახლად რეაბილიტირებული უნივერსიტეტის ქუჩა და მასშტაბური განაშენიანება
ახლად რეაბილიტირებული უნივერსიტეტის ქუჩა და მასშტაბური განაშენიანება

და ბოლოს, უნივერსიტეტის N2-ში, კომპანია CITYZEN-ის მულტიფუნქციური პროექტი – CITYZEN Central Park თიბისისა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შენდება.

პროექტის ჯამური ინვესტიცია 300 000 000 აშშ დოლარს შეადგენს.

CITYZEN Central Park-ის ფინანსური მხარდაჭერისთვის, კომპანიამ თიბისისთან და საქართველოს ბანკთან 200 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, რაც კერძო სექტორსა და ორ ბანკს შორის გაფორმებული, ყველაზე მასშტაბური პარტნიორობაა.

ახლად რეაბილიტირებული უნივერსიტეტის ქუჩა და მასშტაბური განაშენიანება
ახლად რეაბილიტირებული უნივერსიტეტის ქუჩა და მასშტაბური განაშენიანება

CITYZEN Central Park-ის პრემიუმ კლასის პროექტი 4-საცხოვრებელ ბლოკს და 1-ბიზნეს თაუერს აერთიანებს. კომპლექსი 46 000 კვ. მეტრზე განთავსდება, საიდანაც 23 000 კვ. მეტრი რეკრეაციულ ზონას დაეთმობა. საცხოვრებელი ბლოკების სართულიანობა ერთმანეთისგან განსხვავებულია და სართულების მაქსიმალური რაოდენობა 22 იქნება. ხოლო კომპლექსში არსებული ბინების 1მ2 -ის ფასი 1 860 დოლარიდან იწყება.

„გუნდში ხშირად ვახსენებთ და გვინდა ეს ჩვენს მომხმარებელსაც კარგად გავაგებინოთ, რომ „სითიზენი“ არაა უბრალოდ საცხოვრებელი ადგილი. ეს ცხოვრების ახალი სტილია, სრულიად ახალი გამოცდილება და საშუალება, რომ ადამიანმა ისე იცხოვროს, როგორც თავად უნდა. კომპლექსი თბილისის ცენტრალურ პარკთან ძალიან ახლოსაა – ის თბილისის ორი ცენტრალური უბნის, საბურთალოსა და ვაკის მიჯნაზე შენდება. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ორი უდიდესი ბანკის, თიბისისა და საქართველოს ბანკის მხრიდან ერთობლივი მხარდაჭერა გვაქვს“, – აცხადებს „სითიზენის“ დირექტორი გოგა მაჭავარიანი.

ახლად რეაბილიტირებული უნივერსიტეტის ქუჩა და მასშტაბური განაშენიანება
ახლად რეაბილიტირებული უნივერსიტეტის ქუჩა და მასშტაბური განაშენიანება
ახლად რეაბილიტირებული უნივერსიტეტის ქუჩა და მასშტაბური განაშენიანება

შეგახსენებთ, რომ ამ ადგილას ამიერკავკასიაში საბჭოთა ჯარების ყოფილი შტაბბინის – ე. წ. „ზაკვოს“ შენობა იყო განთავსებული.