ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, უკვი ნალექის გამო მიწის მასა ჩამოიშალა – საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდა

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მოძრაობა შეიზღუდა, რის გამოც ავტომობილესბს სხვა მიმართულებით მოუწევთ გადაადგილდება.

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, უკვი ნალექის გამო მიწის მასა ჩამოიშალა – საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდა

„ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, სადაც კლდოვანი ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს, უხვი ნალექის გამო მიწის მასა ჩამოიშალა.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩის გამოყენებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“- ნათქვამია მერიის განცხადებაში.