გორის გვირაბში ვატომობილები სპეციალური რეჟიმით შეძლებენ მოძრაობას – როდის მოიხსნება შეზღუდვა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც გორის გვირაბში ავტომობილების გადასაასდგილებლად სპეციალური რეჟიმი დააწესდება .
უწყების ცნობით, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
“გორის საავტომობილო გვირაბში, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 21 მაისის 01:00სთ-დან 07:00სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 23 მაისის 01:00სთ-დან 07:00სთ-მდე და 24 მაისის 01:00სთ-დან 07:00სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.