ისნის რაიონში თეოფინე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს – რას შეცვლის პროექტი

თბილისში, ისნის რაიონში თეოფინე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, პროექტის ფარგლებში, 3 000 კვ.მ ფართობზე გზის საფარი შეიცვლება.

ისნის რაიონში თეოფინე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს – რას შეცვლის პროექტი

ინფორმაცია დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გაავრცელა, მისი განმარტებით ამ ეტაპზე პროექტის პირველი ეტაპი მიმდინარეობს.

„ისნის რაიონის გამგეობა თეოფანე დავითაიას ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოების პირველ ეტაპზე მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის პროცესი. გარდა ამისა, მიწისქვეშ განთავსდება ელექტროსადენები. სამუშაოების დასრულების შემდეგ, გზის საფარი 3 000 კვ.მ ფართობზე შეიცვლება; მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და საფეხმავლო ბილიკები; დამონტაჟდება LED განათების სისტემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის განმარტებით, საჭიროა გზის გარკვეულ მონაკვეთზე საყრდენი კედლის მოწყობა, რათა საფეხმავლო ბილიკზე გადაადგილება უსაფრთხო იყოს.