ფოტოფაქტი-გმირთა მოედანზე მერიის წარმომადგენლები ქუჩის მხატვრების ნამუშევრებს შლიან
ადგილი, რომელიც ქუჩის მხატვრების ერთგვარ საგამოფენო სივრცედ იყო ქსეული ამ წუთებში მერიის წარმომადგენლები, ნამუშევრებს შლიან. როგორც ჩანს უწყებას აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვა ჩანაფიქრი აქვს ან უბრალოდ ასუფთავებენ. kalaki.ge-ს ფოტორეპორტიორმა ადგილზე არსებული სიტუაცია გადაიღო.
გადასასვლელ გვირაბებში, კედლებზე არსებული სხვადასხვა სახის და სტილის მხატვრობის იდეა 2017 წლიდან იწყება და მას შემდეგ ამ პირქუშ ლაბირინთებში 30-მდე ქუჩის მხატვარმა საკუთარი ემოციები კედლებზე, ნახატების სახით გადმოსცა.