ნაძალადევის რაიონში, მეტროსადგურ „ღრმაღელეს“ მიმდებარედ არსებული სკვერის კაპიტალური რეაბილიტაცია იწყება

მერია „ღრმაღელეს“ მიმდებარედ არსებული სკვერის კაპიტალურ რეაბილიტაციას იწყებს, კახა კალაძის განცხადებით აღნიშნულ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები 7 000 კვ.მ ფართობზე შესრულდება.

ნაძალადევის რაიონში, მეტროსადგურ „ღრმაღელეს“ მიმდებარედ არსებული სკვერის კაპიტალური რეაბილიტაცია იწყება

„სკვერი მთლიანად მოწესრიგდება და განახლდება, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, ტრენაჟორები, ვიდეომონიტორინგის კამერები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, ახალი ხე-მცენარეები დაირგვება.

ჩვენ ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს განხორციელებული ქალაქის სხვადასხვა რაიონსა და უბანში. მწვანე და რეკრეაციული სივრცეების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ ნაძალადევის რაიონში, მეტროსადგურ „ღრმაღელეს“ მიმდებარედ პარკი სრულად განახლდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.