გლდანში, I მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთან 1 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მწვანე სივრცე მოეწყობა
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, გლდანში, I მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთან 1 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მწვანე სივრცე მოეწყობა.
“ტერიტორიაზე ეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა და ტენისის მაგიდა. მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ადგილზე განხორციელდება გამწვანების სამუშაოები – დაითესება ბალახი და დაირგვება ხე მცენარეები.
ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 588 887 ლარი დაიხარჯება.”-ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.