რა ღირს კვადრატული მთაწმინდასა და ვაკეში და თბილისის რომელ უბანში გაიზარდა საცხოვრებლებზე ფასი

თბილისში თებერვალში საშუალო გასაყიდმა ფასმა კვ.მ-ზე მთაწმინდასა და ვაკეში კ.ვ.მ-ზე $2,000-ს გადააჭარბა. ძველი ბინების შემთხვევაში, ყველა უბანში წლიური ზრდა დაფიქსირდა. ყველაზე მაღალი ზრდით კრწანისი (+23%), მთაწმინდა (+14%) და ჩუღურეთი (+10%) გამოირჩეოდა. ასეთია „თიბისი კაპიტალის“ უძრავი ქონების ახალი მიმოხილვა.

რა ღირს კვადრატული მთაწმინდასა და ვაკეში და თბილისის რომელ უბანში გაიზარდა საცხოვრებლებზე ფასი

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის თებერვალში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით დიდი დიღომი კვლავ პირველ ადგილზეა.

კვლევის თანახმად, გაყიდვებში მეორე ადგილზეა საბურთალო, მას მოსდევენ ნაძალადევი, გლდანი, სამგორი, ისანი, დიდუბე, ვაკე, კრწანისი, ჩუღურეთი და მთაწმინდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი ბინების გაყიდვების მნიშვნელოვანი წლიური ზრდა დაფიქსირდა კრწანისში, სამგორსა და დიდ დიღომში.