Galt&Taggart – 2024 წლის I კვარტალში ბაკურიანში 220 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 6.0%-იანი კლებაა

Galt&Taggart - 2024 წლის I კვარტალში ბაკურიანში 220 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 6.0%-იანი კლებაა.

Galt&Taggart – 2024 წლის I კვარტალში ბაკურიანში 220 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 6.0%-იანი კლებაა

დოკუმენტის მიხედვით, ტრანზაქციების უმეტესობა – 65.5% მეორად ბაზარზე დაფიქსირდა.

„ბაკურიანში ამჟამად 14 საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს პირველად ბაზარზე. 2024 წლის 1-ელ კვარტალში ბაკურიანისთვის დამახასიათებელი ტენდენციის შესაბამისად, მცირე ზომის ბინებმა (26-50 კვ.მ. ) მთლიანი გაყიდვების 76.7% შეადგინა. ამასთან, გაყიდული ბინების 55.7% ბიუჯეტური ფასის სეგმენტიდან (<$1000), ხოლო 42% საშუალო ფასის სეგმენტიდან იყო ($1001 – 1500),“- ნათქვამია კვლევაში.კვლევის მიხედვით, 2024 წლის I კვარტალში ბაკურიანში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 2.7%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 1044 დოლარს გაუტოლდა.