როგორ გამოიყურება საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები უბნების მიხედვით - ეს ის საკითხია, რომელზეც სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა კვლევა გამოაქვეყნა.

საქსტატის ინფორმაციაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 5.5%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 15.6% შეადგინა.

ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 35.9%-ით არის გაზრდილი. RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (5.2%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (6.2%). 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 15.7%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 13.4%-ით.

ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი კომპლექსები უბნების მიხედვით

უბნების მიხედვით 2023 წლის მესამე კვარტალში ბინების სეგმენტში ერთი მ2-ის მედიანური ღირებულება შემდეგნაირად გადანაწილდა: მთაწმინდა – 5 314 ლარი; ვაკე – 4 756 ლარი; საბურთალო – 3 652 ლარი; ჩუღურეთი – 3 518 ლარი; კრწანისი – 3 427 ლარი; დიდუბე – 3 287 ლარი; ნაძალადევი – 3 201 ლარი; გლდანი – 3 129 ლარი; ისანი – 3 119 ლარი; სამგორი – 2 892 ლარი.

საინტერესოა, როგორ გამოიყურება ყველაზე ძვირადღირებული, მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსები უბნების მიხედვით. Kalaki.ge ინფორმაციას უძრავი ქონების სააგენტოებზე დაყრდნობით გთავაზობთ.

ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი კომპლექსები უბნების მიხედვით

Mtatsminda Panorama

საცხოვრებელი კომპლექსის „მთაწმინდა პანორამა“-ს მშენებლობა მთაწმინდის რაიონში, ტარიელის ქუჩის N13-17-ში მიმდინარეობს, რომელიც სამშენებლო კომპანია KTW Development-ს ეკუთვნის. პროექტის ერთ-ერთი უპირატესობა მისი ადგილმდებარეობაა, საიდანაც 360 გრადუსიან პანორამაში მოქცეულია მთაწმინდის მთა და ძველი თბილისი.

პროექტი 21 ბინას და 4 კომერციულ-საოფისე ფართს აერთიანებს. ბინების გარდა, ერთ სივრცეში წარმოდგენილი იქნება დახურული აუზი, სავარჯიშო სივრცე, მიწისქვეშა პარკინგი, კომერციული და საოფისე ფართები, გამწვანებული სივრცე, 24-საათიანი სამეთვალყურეო კამერებითა და დაცვის სამსახურით.

საცხოვრებელ კომპლექსში ბინების ფართები 55,3-დან 291,3 მ2 -მდეა, კვ.მ-ის ფასი კი $3 400-დან იწყება.

ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი კომპლექსები უბნების მიხედვით
ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი კომპლექსები უბნების მიხედვით
ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი კომპლექსები უბნების მიხედვით

Domus Chavchavadze 31

საცხოვრებელი კომპლექსი „დომუსი ჭავჭავაძის 31“ იგივე „დომუსის ხეები“ ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე N31-ში მდებარეობს, რომელიც სამშენებლო კომპანია „დომუსი დეველოპმენტის” მიერ ხორციელდება. პროექტის მშენებლობა 2022 წელს დაიწყო და მისი დასრულება 2025 წელს იგეგმება.

„დომუსი ჭავჭავაძის 31“ – 15-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი იქნება, დიდი სივრცითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით. კომპლექსის ტერიტორიზე წარმოდგენილი იქნება საპარკინგე სივრცე, მოსასვენებელი სივრცე, და კომერციული ფართები.

როგორც „დომუსის“ ვებ-გვერდზე წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, – „არქიტექტურული კონცეფციის მთავარ შთაგონებად ტერიტორიაზე არსებული საზოგადოებრივი სკვერის ლანდშაფტი და მრავალწლიანი მწვანე ნარგავების – ხეების კომპოზიცია, პლასტიკა და ტექსტურა იქცა. ხეთა ჯგუფების მსგავსი – სამი სხვადასხვა ტონალობისა და სიმაღლის შენობისაგან შემდგარი არქიტექტურული კომპოზიციის შექმნა სწორედ ამ ლანდშაფტმა და ნარგავებმა განაპირობა. ეს კონცეფცია კიდევ უფრო გამძაფრებულია შენობის თითოეულ სართულზე არსებული ბაღების, ორანჟერეების და მწვანე ნარგავების სიმრავლით. შენობის ექსტერიერის თემატიკა ლეიტმოტივად მიჰყვება აგრეთვე შენობის ინტერიერსაც, სადაც დიზაინში ხის ვერტიკალური ელემენტები და ბუნებრივი ტექსტურები ჭარბობს. თითოეულ სართულზე, ლიფტის ჰოლში ან კორიდორში მოხვედრისას ექსტერიერის მწვანე კონცეფცია მუდმივი თანამგზავრია და დიდი ვიტრაჟების საშუალებით ჰარმონიულად ერწყმის ინტერიერს“.

საცხოვრებელ კომპლექსში ბინების ფართები 98-დან 177 მ2 -მდეა, კვ.მ-ის ფასი კი $2 800-დან იწყება.

ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი კომპლექსები უბნების მიხედვით
ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი კომპლექსები უბნების მიხედვით
ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი კომპლექსები უბნების მიხედვით

Tbilisi Gardens

ახალაშენებული კომპლექსი „ბაღები თბილისი“ მდებარეობს საბურთალოზე, მიხეილ ასათიანის ქუჩის N6, 10-ში, რომელიც შემოსაზღვრულია სერგო ზაქარიაძესა და მიხეილ ასათიანის ქუჩებით, ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ვაჟა-ფშაველას პირველი ჩიხის მიმდებარედ. პროექტი კომპანია Quadrum Global-ს ეკუთვნის.

29-30-სართულიანი კომპლექსის მაღლივი კორპუსის გლუვი ხაზები, მიშენებულ-ჩაშენებული ელემენტებით, გარშემო მყოფთა ყურადღებას იპყრობს. შიდა ტერიტორიაზე პროექტით გათვალისწინებულია: მწვანე ზონის ლანდშაფტური დიზაინი, ,მიწისქვეშა ავტოსადგომი, საბავშვო ბაღი, საცურაო აუზი, ღონისძიებათა დარბაზი, ფიტნეს–ცენტრი.

დეველოპერი Quadrum Global-ი კომპლექსში ბინების ყიდვას 1-2-3-4-5-ოთახიანი ფორმატით გვთავაზობს. საცხოვრებელ კომპლექსში ბინების ფართები 59,6-დან 245 მ2 -მდეა, კვ.მ-ის ფასი კი $2 400-დან იწყება.

ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი კომპლექსები უბნების მიხედვით
ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი კომპლექსები უბნების მიხედვით
ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი კომპლექსები უბნების მიხედვით

Old City Panorama

ინოვაციური პროექტი ქართულ ბაზარზე Old City Panorama, ჩუღურეთის რაიონში, მიხეილ ბუხაიძის ქუჩის N44გ-ში მდებარეობს, რომელიც სამშენებლო კომპანია „Apart Develompment“-ის მიერ ხორციელდება. კომპლექსი განთავსებულია ქალაქის ძველ უბანში, უამრავ ღირშესანიშნეობასთან ახლოს, კერძოდ: სამების საკათედრო ტაძარი (300 მეტრი), მეტეხის ციხე და ტაძარი, ნარიყალა და სხვა.

კომპლექსი მოიცავს, როგორც საცხოვრებელ ფართებს, ასევე რუფ-ტოპ აუზს, სპა ცენტრს, ფიტნეს დარბაზს, კაფე-ბარებსა და 300-კვადრატული მეტრის რეკრიაციულ ზონას.

Old City Panorama-ს კომპლექსი მოიცავს 8 სართულიან კორპუსებს, რომელიც ბუხაიძის ქუჩის მხრიდან წარმოდგენილია 4 სართულის სახით, ეზოს მხარეს კი ჯამში 8 სართულით.

საცხოვრებელ კომპლექსში ბინების ფართები 30-დან 300 მ2 -მდეა, კვ.მ-ის ფასი კი $2 300-დან იწყება.

ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი კომპლექსები უბნების მიხედვით
ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი კომპლექსები უბნების მიხედვით
ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი კომპლექსები უბნების მიხედვით

King’s Garden

დეველოპერული პროექტი „ქინგს გარდენი“ კრწანისის რაიონში, მირზა შაფის ქუჩაზე მდებარეობს. სამშენებლო კომპანია Apollo G.S.-ის მიერ წარმოდგენილი პროექტი გვთავაზობს მაღალი კლასის საცხოვრებელკომპლექსს 44 აპარტამენტითა და 5-ვარსკვლავიან სასტუმროს 120 ნომრით.

სასტუმროს და საცხოვრებელ კოშკს, ერთმანეთისგან ჰყოფს დახვეწილი სტილის ღია პიაცა, სადაც განთავსებულია რესტორნები და ბუტიკები. სასტუმროს აქვს სპა, აუზი, სპორტული დარბაზი და საკონფერენციო დარბაზი, რომლებიც ასევე ხელმისაწვდომია მაცხოვრებლებისთვის.ავტოსადგომი გათვლილია 128 ავტომობილზე და შეძენა ან ყოველდღიურად სარგებლობა შეუძლიათ სასტუმროს სტუმრებს და აპარტამენტების მესაკუთრეებს.

King’s Garden-ში აპარტამენტების ფართები 76,1-დან 672,4 მ2 -მდეა, კვ.მ-ის ფასი კი $5 000-დან იწყება.

ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი კომპლექსები უბნების მიხედვით
ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი კომპლექსები უბნების მიხედვით
ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი კომპლექსები უბნების მიხედვით

Tbilisi Terrace

„თბილისი ტერასა“ – პროექტი დიდუბის რაიონში, აგლაძის ქუჩის N1-ში მდებარეობს, რომელიც სამშენებლო კომპანია „YorkTowers “-ის მიერ ხორციელდება.

საცხოვრებელი კომპლექსი სამ კორპუსს მოიცავს, სადაც თითოეულ სართულზე განლაგებულია ტერასები, პანორამული ხედით მტკვარსა და ქალაქზე. პროექტი ჯამში 347 მდიდრულ აპარტამენტს მოიცავს და რამდენიმე ფუქნქციას შეითავსებს.

საცხოვრებელ კომპლექსში წარმოდგენილი აპარტამენტების ფართები 28-დან 644,6 მ2 -მდეა, კვ.მ-ის ფასი კი $1 670-დან იწყება.

ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი კომპლექსები უბნების მიხედვით
ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი კომპლექსები უბნების მიხედვით
ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი კომპლექსები უბნების მიხედვით

სახლი ჭყონდიდელზე

„სახლი ჭყონდიდელზე“ ნაძალადევის რაიონში, ჭყონდიდელის N5-ში მდებარეობს, რომელიც „დუქს დეველოპმენტი“-ს ეკუთვნის. როგორც სამშენებლო კომპანიაში ამბობენ, პროექტის ერთ-ერთი უპირატესობა ლოკაცია, გარშემო არსებული სკოლები, ბაღები, სკვერები და მაღაზიებია, რაც მაცხოვრებლებსს დამატებით კომფორტს უქმნის. პროექტი 4-სართულიანია, 1 სართული კომერციულ ფართს ეთმობა, ხოლო დანარჩენი 3 სართულს, საცხოვრებელი ბინები იკავებს. თითოეულ სართულზე განლაგებულია 4 ბინა.

საცხოვრებელ კომპლექსში ბინების ფართები 41,2 -დან 98,2 მ2 -მდეა, კვ.მ-ის ფასი კი $1 399-დან იწყება.

ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი კომპლექსები უბნების მიხედვით
ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი კომპლექსები უბნების მიხედვით
ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი კომპლექსები უბნების მიხედვით

Crown Gldani

გლდანის რაიონში ყველაზე ძვირადღირებული კომპლექსი „Crown Gldani“ აღმოჩნდა, რომელიც ახმეტელის მეტროსთან, გლდანის I მიკრო რაიონში, ნოზაძის ქუჩაზე შენდება. პროექტს 1100 კვადრატულ მეტრ ფართობზე სამშენებლო კომპანია „Loft Development“-ი ახორციელებს.

7-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და სერვისს მოიცავს. პროექტში ბინების საერთო რაოდენობა 70 შეადგენს.

რაც შეეხება ბინების ფართებს – ის 34 -დან 109 მ2 -მდე იქნება, კვ.მ-ის ფასი კი $1 100-დან იწყება.

ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი კომპლექსები უბნების მიხედვით
ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი კომპლექსები უბნების მიხედვით
ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი კომპლექსები უბნების მიხედვით

Avlabari Plaza

„ავლაბარი პლაზა“ ისნის რაიონში, ავლაბრის მეტროდან 150 მეტრში, ლადო მესხიშვილის ქუჩის N20-ში მდებარეობს. პროექტს შპს „მილენიუმი“ ხელმძღვანელობს.

დეველოპერული პროექტი შედგება 5 სართულისაგან, რომელიც ათვისებულია აპარტამენტებითა და კომერციული ფართებით. „ავლაბარი პლაზა“-დან ხედები იშლება სამებაზე, მთაწმინდაზე, თბილისის მთებზე და ძველ ქალაქზე. მშენებლობა სრულდება 2024 წლის მაისში.

საცხოვრებელ კომპლექსში ბინების ფართები 47 -დან 75 მ2 -მდეა, კვ.მ-ის ფასი კი $2 080-დან იწყება.

ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი კომპლექსები უბნების მიხედვით
ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი კომპლექსები უბნების მიხედვით
ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი კომპლექსები უბნების მიხედვით

Sky Varketili

და ბოლოს, სამგორის რაიონში, ყველაზე ძვირადღირებული მშენებარე კომპლექსი „სქაი ვარკეთილი“ გახლავთ, რომელიც ჯავახეთის ქუჩის N134-ში მიმდინარეობს. პროექტი „Sky House Development company“-ს ეკუთვნის.

16-სართულიან კომპლექსში გაყიდვაშია 1-ოთახიანი, 2-ოთახიანი და 3-ოთახიანი ბინები. ახალ პროექტში ბინების ფართები 51 -დან 99 მ2 -მდეა, კვ.მ-ის ფასი კი $1 100-დან იწყება.

ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი კომპლექსები უბნების მიხედვით
ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი კომპლექსები უბნების მიხედვით
ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი კომპლექსები უბნების მიხედვით