საბჭოთა კორპუსებში არსებული ბინების პროექტები - საკითხის გარშემო მოსახლეობას შორის ბევრი კითხვა არსებობს. მათ შორის, როგორ და რა მასალით შენდებოდა ეს კორპუსები, რომლებშიც ახლაც გვიწევს ცხოვრება? როგორია ბინების განლაგება, სიმაღლე, ფართი და რაც მთავარია, როდიდან იწყება მათი მშენებლობა?

სტატიაში მიმოვიხილავთ ე.წ „სტალინკებს“, პროექტს რომელზეც ყოველთვის დიდი მოთხოვნაა უძრავი ქონების ბაზარზე. საინტერესოა რა უპირატესობებით სარგებლობენ ასეთი ბინები?

„სტალინისტური არქიტექტურა“ – ტერმინი, რომელიც საბჭოთა კავშირის არქიტექტურას დაერქვა, დაწყებული 1933 წელს, ბორის იოფანის „საბჭოების სასახლის“ პროექტის ოფიციალური დამტკიცებიდან, 1955 წლამდე, პერიოდს მოიცავს.

ე.წ „სტალინკები“ – პროექტი, რომელზეც ყოველთვის დიდი მოთხოვნაა უძრავი ქონების ბაზარზე

სწორედ, 30-იანი წლების II ნახევარში, თბილისის საცხოვრებელი და საზოგადოებრივი ნაგებობების არქიტექტურაში თავს იჩენს მონუმენტალობით, მორთულობით გატაცება ანუ „სტალინისტური არქიტექტურა“. ამ ტენდენციამ მეტი განვითარება ჰპოვა თბილისის 40-იანი და 50-იანი წლების I ნახევრის არქიტექტურაში.

1933 წლის 14 ოქტომბერს გაზეთ „პრავდაში” „არქიტექტურული განათლების” შესახებ, ცეკას დადგენილება გამოქვეყნდა, რომელშიც ცეკას პოლიტბიურო „საბჭოთა კავშირის არქიტექტურის აკადემიის” შექმნას და „სოციალისტური ქალაქების” დაპროექტებას მოითხოვს. დასახელებულია რამდენიმე ქალაქი: მოსკოვი, ლენინგრადი, ხარკოვი, თბილისი და სვერდლოვსკი. 1934 წლის ოქტომბერში კი საბჭოთა კავშირის არქიტექტორთა ყრილობის ჩატარების შესახებ პოლიტბიური ბრძანებულებას აქვეყნებს. ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ ყრილობა ჩატარდება 1935 წელს. რესპუბლიკებს უბრძანეს არქიტექტორების გაერთიანება და შემოქმედებითი ჯგუფების გაუქმება. სტალინური „რეფორმა” დაიწყო იქ, სადაც კონსტრუქტივიზის გავლენა ნაკლებად იგრძნობოდა… დაიწყო საქართველოთი.

ე.წ „სტალინკები“ – პროექტი, რომელზეც ყოველთვის დიდი მოთხოვნაა უძრავი ქონების ბაზარზე

30-იანი წლებიდან სტალინური პროექტების გამოჩენამ ქალაქის იერსახე სრულიად გარდაქმნა. ასე დამკვიდრდა არქიტექტურაში ახალი სტილი, რომელსაც „სტალინის იმპერია”-ს ეძახდნენ. ეს იყო საბჭოთა მონუმენტური კლასიციზმი, რომელსაც არქტიტექტორები საბჭოთა ხელოვნების დეკორად მოიხსენიებდნენ. ეს იყო სტილი, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო მასებზე იდეოლოგიურ ზეგავლენას ახდენდა, ამგვარ კონსტრუქციებს სახელმწიფოს ძლიერების გამოხატვის საშუალებად იყენებდა.

1930 წლიდან სტალინური პროექტები შენდებოდა არამხოლოდ საცხოვრებელი მიზნით, არამედ ეს იყო ქვეყნის სიძლიერის გამოხატულებაც.

ე.წ „სტალინკები“ – პროექტი, რომელზეც ყოველთვის დიდი მოთხოვნაა უძრავი ქონების ბაზარზე
ე.წ „სტალინკები“ – პროექტი, რომელზეც ყოველთვის დიდი მოთხოვნაა უძრავი ქონების ბაზარზე

ქალაქი შენდებოდა განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, გეგმის ყოველი დეტალი სახელმწიფოს უმაღლესი ორგანოების დამტკიცებას საჭიროებდა, მრავალ ინსტანციაში გავლისას დამტკიცებამდე კი პროექტი სახეს იცვლიდა.

ამ პერიოდში თბილისში მოსახლეობის რაოდენობის ზრდამ და საბინაო კრიზისმა გააჩინა, მასიური საბინაო მშენებლობების დაწყებისა და ახალი ტერიტორიების ათვისების საჭიროება. ასე დაიწყო „სტალინური სახლების“ მშენებლობა, რომლებსაც მოსახლეობამ „სტალინკები“ შეარქვა.

ე.წ „სტალინკები“ – პროექტი, რომელზეც ყოველთვის დიდი მოთხოვნაა უძრავი ქონების ბაზარზე
ე.წ „სტალინკები“ – პროექტი, რომელზეც ყოველთვის დიდი მოთხოვნაა უძრავი ქონების ბაზარზე
ე.წ „სტალინკები“ – პროექტი, რომელზეც ყოველთვის დიდი მოთხოვნაა უძრავი ქონების ბაზარზე

ასეთი სახლები შენდებოდა ქალაქის ცენტრალურ გამზირებსა და მაგისტრალურ ქუჩებზე, მოედნებსა და სანაპიროებზე. როგორც წესი, აღნიშნული საცხოვრებელი სახლები აგებული იყო ინდივიდუალური არქიტექტურული პროექტით. მათი უმრავლესობა დღესაც პოსტ-საბჭოური ქალაქის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. სხვადასხვა პერიოდში აშენებული „სტალინკები“ ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა. არქიტექტორებს მათში მინიმალური ინდივიდუალიზმი შეჰქონდათ, თუმცა შეთანხმებული სახელმწიფო ორგანოებთან.

ე.წ „სტალინკები“ – პროექტი, რომელზეც ყოველთვის დიდი მოთხოვნაა უძრავი ქონების ბაზარზე
ე.წ „სტალინკები“ – პროექტი, რომელზეც ყოველთვის დიდი მოთხოვნაა უძრავი ქონების ბაზარზე

ამ შენობებს გარეთა ფასადი მდიდრული, მკაცრი შესახედაობის აქვს. შენობათა უმრავლესობა, სველი ბათქაშის მდიდრული ზედაპირის შიგნით, მარტივი აგურის წყობით არის ნაგები. სწორედ, სტალინის პერიოდის ყოველგვარად სახლის აშენების აკრძალვამ განაპირობა ის, რომ შენობები არის მასიური, გამძლე – ამაში ვრწმუნდებით თუნდაც სტალინკების დანახვისას. კედლები აშენებულია წითელი ან თეთრი აგურისგან, ჭერი რკინაბეტონის ან კომბინირებული. 70-სანტიმეტრამდე კედლების სისქე სითბოს შენარუნების კარგი საშუალება იყო, ნაგავსაყრელები თავდაპირველად თავად სადარბაზოებში იყო განთავსებული, რეკონსტრუქციის შემდეგ, როგორც სხვა პროექტებში მოხდა მათი გარეთ გატანა. ხშირად არ არის ლიფტი, რაც ზოგიერთ შემთხვევაში რეკონსტრუქციის შემდეგ დაემატა.

ე.წ „სტალინკები“ – პროექტი, რომელზეც ყოველთვის დიდი მოთხოვნაა უძრავი ქონების ბაზარზე
ე.წ „სტალინკები“ – პროექტი, რომელზეც ყოველთვის დიდი მოთხოვნაა უძრავი ქონების ბაზარზე
ე.წ „სტალინკები“ – პროექტი, რომელზეც ყოველთვის დიდი მოთხოვნაა უძრავი ქონების ბაზარზე
ე.წ „სტალინკები“ – პროექტი, რომელზეც ყოველთვის დიდი მოთხოვნაა უძრავი ქონების ბაზარზე
ე.წ „სტალინკები“ – პროექტი, რომელზეც ყოველთვის დიდი მოთხოვნაა უძრავი ქონების ბაზარზე

დღეს ასეთ შენობებში საცხოვრებელი სახლი, როგორც გასული საუკუნის დასაწყისში, უჩვეულოდ ძვირი, პოპულარული და კლასიფიცირებულია როგორც ელიტარული. თვით გამოთქმა „სტალინის სახლი” ცნობილია არა მხოლოდ უფროსი თაობისთვის, არამედ ახალგაზრდებისთვისაც. სახლების საიმედოობა და ბინების განლაგება – ეს არის ის, რაც იზიდავს პოტენციურ მყიდველებს.

„სტალინკების“ დიდ პრივილეგიად ითვლება მაღალი ჭერი 3 მ-დან ზოგან 4 მეტრზე მეტი; მთავარი ქუჩისაკენ მიმართული ხედი, დიდი ჰოლი; ბუნებრივიცაა ზოგი მათგანის ფართობი იმხელაა, რომ დიდი ჰოლის არსებობის საშუალებას იძლევა.

ბინები 1-2-3-4-5-ოთახიანებად იყოფოდა, რომელთა ფათობიც ასე ნაწილდებოდა: 1-ოთახიანი ბინების ფართობია 34-42 კვ.მ; 2-ოთახიან აპარტამენტებს აქვს ფართობი 50-70კვ.მ; 3-ოთახიან აპარტამენტებს 69-80კვ.მ; 4-ოთახიან აპარტამენტებს 80-160 კვ.მ; 5-ოთახიანს კი 140-210 კვ.მ.

ე.წ „სტალინკები“ – პროექტი, რომელზეც ყოველთვის დიდი მოთხოვნაა უძრავი ქონების ბაზარზე
ე.წ „სტალინკები“ – პროექტი, რომელზეც ყოველთვის დიდი მოთხოვნაა უძრავი ქონების ბაზარზე
ე.წ „სტალინკები“ – პროექტი, რომელზეც ყოველთვის დიდი მოთხოვნაა უძრავი ქონების ბაზარზე

კორპუსის სადარბაზოებში ბინების რაოდენობის სიმცირე, დიდი ფართობის ბინების განლაგებით იყო გამოწვეული. სართულზე ზოგან ერთი ან ორი ბინაა. სადარბაზოს ფასადი ზოგან მდიდრულად მარმარილოთი ან სხვა მდიდრული ბუნებრივი ქვებით არის მოპირკეთებული – რათქმა უნდა ისინი ხომ თავიდანვე საბჭოთა ელიტის საცხოვრებლად იქნა გათვლილი, რათა დემონსტრაციებისთვის ფანჯრიდან ედევნებინათ თვალი და დამტკბარიყვნენ თბილისის ფართო ქუჩების ყურებთ, მაგალითად ვაკეში, საბურთალოზე, რუსთაველზე. შემდგომ კი როდესაც მათი განაშენიანება მასიურად დაიწყო, მასწავლებლებმა, ექიმებმა, მსახიოობებმა და სპორტსმენებმაც მიიღეს პრივილეგირებულ სახლებში ცხოვრების უფლება. დიახ, უფლება რადგან „სტალინური სახლები“ ხაზს უსვამდა საზოგადოების სოციალური კლასების დაყოფას.

თუმცა ის მაინც არ კარგავს აქტუალობას და დღეს სტალინური არქიტექტურა ბევრი მოქალაქისთვის საბჭოთა პერიოდის დიდ მიღწევად ითვლება.

ე.წ „სტალინკები“ – პროექტი, რომელზეც ყოველთვის დიდი მოთხოვნაა უძრავი ქონების ბაზარზე
ე.წ „სტალინკები“ – პროექტი, რომელზეც ყოველთვის დიდი მოთხოვნაა უძრავი ქონების ბაზარზე
ე.წ „სტალინკები“ – პროექტი, რომელზეც ყოველთვის დიდი მოთხოვნაა უძრავი ქონების ბაზარზე
ე.წ „სტალინკები“ – პროექტი, რომელზეც ყოველთვის დიდი მოთხოვნაა უძრავი ქონების ბაზარზე
ე.წ „სტალინკები“ – პროექტი, რომელზეც ყოველთვის დიდი მოთხოვნაა უძრავი ქონების ბაზარზე
ე.წ „სტალინკები“ – პროექტი, რომელზეც ყოველთვის დიდი მოთხოვნაა უძრავი ქონების ბაზარზე

სტალინის სიცოცხლეში ფეშენებელური იმპერია და მასიური ბინათმშენებლობა მშვიდობიანად თანაარსებობდა, თუმცა ყველაფერი შეიცვალა 1954 წლის ნოემბერში, როდესაც კრიტიკოსებმა ღიად დაგმეს ექსცესიულობა და მაღლივი ნაგობობების სურვილი, ანუ სტალინის სურვილი. ასე იწყება ქარხნული წესით დამზადებული, დიდი ზომის ბეტონის ფილებით კორპუსების აშენება. დაიგეგმა ახალი ქარხნების აშენება, მშენებლობის პროცესის დაჩქარებისა და გაიაფების მიზნით. ამ დროიდან გაჩნდა უკვე კარგად ნაცნობი „ხრუშჩოვკების“ პროექტების სერიაც.