დაბალსართულიან კომპლექსებში ცხოვრების უპირატესობა
ახალი, მაღალსართულიანი ნაგებობები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ურბანულ გარემოში
ახალი, მაღალსართულიანი ნაგებობები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ურბანულ გარემოში - ისინი მთელი უბნის იერსახეს ცვლიან, თითქოს გაბატონებულან ადგილას, სადაც ძველი შენობები დგას და ამაყად გადმოჰყურებენ მათ. ერთმანეთის სიახლოვეს განლაგებული, სიმწვანე დაკარგული ეზოები გამოსავალს ეძებენ, სიმწვანეებს კი მწვანე არქიტექტურის სახით, შენობის კედლებზე გადაუნაცვლებიათ.
რა სახის შენობები უნდა აშენდეს თბილისში? – აღნიშნული სპეციალისტებისთვისაც სადავო საკითხია. ზოგი მათგანი თვლის, რომ 21-ე საუკუნის ურბანისტიკამ წარმოაჩინა, რომ მაღალი შენობების შენება სწორი გზაა. ისინი მიიჩნევენ, რომ თუ არქიტექტორი და კონსტრუქტორი შენობას სწორად დაგეგმავს ყველა დეტალს სწორად გათვლის, ცათამბჯენის აშენება ძნელი სულაც არ არის. ზოგი კი წინააღმდეგია და მაღალი შენობების მშენებლობას კატეგორიულად ემიჯნება. მათი აზრით, თვითონ თბილისია გეოლოგიურად არამდგრადი. ქალაქს იმდენი რთული გრუნტები აქვს, რომ ასეთი მაღალი შენობებით ფერდების დატვირთვა არაფრით არ შეიძლება.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამშენებლო ბაზარზე ცათამბჯენები და მაღალსართულიანი კომპლექსები საკმაოდ მომრავლდა, უფრო დიდი პოპულარობით დაბალსართულიანი, ინდივიდუალური დიზაინის საცხოვრებელი კომპლექსები სარგებლობენ, რომლებიც მეტად ითვალისწინებენ გარემოს და იდეალურად ერწყმიან ლანდშაფტს.
დაბალსართულიანი კომპლექსები ინდივიდუალური დიზაინით და დახვეწილი, გააზრებული არქიტექტურით გამოირჩევიან. განსხვავებით უკონტექსტო მაღალსართულიანი კომპლექსებისაგან, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, გარემოსთან სრულიად შეუსაბამოა და არამიმზიდველი არქიტექტურული გადაწყვეტილებებით ხასიათდება.
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში მაღალსართულიანი შენობები მომრავლდა, კვლევების მიხედვით, 100 გამოკითხული ადამიანიდან, დაბალ შენობებს უპირატესობა 79-მა მათგანმა მიანიჭა, მიზეზი კი მათი ჩამონათვალის მიხედვით შემდეგია: უსაფრთხო გარემო, ლანდშაპთან უკეთესი შერწყმა, მყუდრო გარემოსთან ასოცირება, ძველი თბილისური ურთიერთობა, ინდივიდუალური პროექტი.
ამ სტატიაში დაბალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობებს, ერთი კომპანიის მშენებლობის მაგალითზე განვიხილავთ.
საცხოვრებელი კომპლექსი „Ezo“ ძველ თბილისში არსებული თანამედროვე შენობაა, რომელიც გვთავაზობს კომფორტულ საცხოვრებელს, გააზრებული განლაგებითა და ძველი ქალაქის პანორამული ხედებით.
ტერიტორიაზე გათვალისწინებულია საბავშვო ზონები, გამწვანებული არეალები, საზოგადოებრივი თავშეყრის და მოსასვენებელი ზონები, რაც სამეზობლოში კომუნიკაციის ხელშემწყობ ფაქტორად მიიჩნევა. პროექტი მოიცავს ერთ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს, სადაც დაპროექტებულია 6 ავტოსადგომი და 35 ბინა. მიწის დონეზე გამავალი ბინებისთვის დაპროექტებულია ინდივიდუალური ეზოები, დამოუკიდებელი შესასვლელით. აღსანიშნავია, რომ საპროექტო ტერიტორიის განვითარების დაგეგმვა განხორციელდა ძველი თბილისის კონცეფციის გათვალისწინებით, შესაბამისად სივრცის/შენობების დაგეგმვა მოხდა უბნის ერთიანი იდეოლოგიის გათვალისწინებით, რაც კარგადაა შერწყმული გარემოსთან და ინარჩუნებს ძველი თბილისის ისტორიულ იერსახესს.
საცხოვრებელი კომპლექსი მდებარეობს ჩუღურეთის ცენტრალურ უბანში, ვეძათხევის ქუჩა, N20-ში. მასთან ახლოს არის მრავალი აქტიური ინფრასტრუქტურა და მოსახერხებელი ტრანსპორტი. მთიანი რელიეფის გამო, შენობიდან იშლება ქალაქისა და მდინარის პანორამული ხედები. კომპლექსთან განლაგებულია მრავალფეროვანი კომერციული, საცალო და სოციალური ინფრასტრუქტურა.
რა უპირატესობებით სარგებლობს არსებული კომპლექსი? ესენია: ცენტრალური უბანი; განვითარებული ინფრასტრუქტურა; ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა; უნიკალური არქიტექტურა; პანორამული ხედი; საცურაო აუზი ადგილზე; ფუნქციური განლაგება; საკუთარი კომერცია.
“Ezo” არის კონცეპტუალური საცხოვრებელი კომპლექსი ცვლადი რაოდენობის სართულებით (4-5 სართული). პროექტის მიხედვით, იგი განთავსდება ნახევარწრიულად, რაც ქმნის მყუდრო ეზოს სივრცეს. სახლი შექმნილია თანამედროვე სტილში, ტრადიციული ქართული არქიტექტურის ელემენტებით.
შენობები აღმართულია მდგრადი მონოლითური ჩარჩოს მშენებლობის ტექნოლოგიით. საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისას გამოყენებულია ინოვაციური ტექნოლოგიები და ენერგოეფექტური მასალები. ფასადები მოპირკეთებულია ესთეტიკური ყავისფერი კლინკერის აგურით. წითელი ღია ხის აივნები კი ახალ კორპუსს ავთენტურობას მატებს. სახლებს აქვთ გამოსაყენებელი სახურავი საზოგადოებრივი ადგილებით და ხის ტილოებით.
კომპლექსს აქვს მაღალი ხარისხის გამწვანება და ფართო რეკრეაციული სივრცე დასასვენებლად. დეველოპერი ახორციელებს ტერიტორიის მაღალხარისხიან კეთილმოწყობას, აყალიბებს საცალფეხო ბილიკებს და ამონტაჟებს განათების მოწყობილობებს.
პროექტის მიხედვით სახურავზე განთავსებულია ორი საცურაო აუზი შესაბამისი ინფრასტრუქტურით. მომავალ მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ გაატარონ თავისუფალი დრო თანამედროვე საბავშვო და სპორტულ მოედნებზე. ფოიეში გათვალისწინებულია დაბალხმაურიანი ლიფტები. ტერიტორია 24-საათიანი დაცვის და ვიდეო მეთვალყურეობის ქვეშ იქნება, სადაც ასევე ავტოსადგომი განთავსდება.
“Ezo”-ში იყიდება 1-ოთახიანი ბინები და სახლები 33-დან 260,9 მ2-მდე. ბინებს აქვს სტანდარტული განლაგება რეგულარული გეომეტრიული ფორმის ოთახებით. ასევე, ინვესტორებს შესაძლებლობა აქვთ დააპროექტონ საცხოვრებელი საკუთარი გემოვნებით, კომპანიის არქიტექტორთან ერთად. თითოეულ ბინას აქვს აივანი ან ვერანდა. ბინები მომხმარებელს “მწვანე კარკასის” კონდიციით ბარდებათ.
ქართული სამშენებლო კომპანია „Apart Development”-ის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტის EZO OLD TBILISI-ის მეორე ფაზის გაყიდვები დაწყებულია. კომპლექსის პირველი ფაზის სრულად გაყიდვის შემდეგ, მომხმარებლის დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე სამშენებლო კომპანიამ გადაწყვიტა მეორე ფაზის მშენებლობის დაწყება. დეველოპერი საცხოვრებელ უძრავ ქონებას ეროვნულ ქართულ არქიტექტურულ სტილში, თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით აშენებს. მთავარი მიზანი კი შემდეგში მდგომარეობს: მიეცეს ახალი სიცოცხლე ძველ თბილისს და შეიქმნას სერვისი, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებლის სურვილებსა და საჭიროებებზე.
“Apart Development”-ის პორტფოლიო მოიცავს 6-ზე მეტ დასრულებულ პროექტს თბილისში.