ხვალ 4 ივნისს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იაპონური ჩაის ცერემონიალი გაიმართება
ჩაის გზა (ჩადო) ასე ჰქვია ცერემონიალს, რომელიც იაპონური კულტურის განუყოფელი ნაწილია, ხვალ სწორედ ამ კულტურასთან ზიარებისა და გაცნობის საშუალება ექნება ყველა სტუმარს, ვინც თბილისის ბოტანიკურ ბაღს ესტუმრება. ჩაის სმის ცერემოანია დილის 10:00-დან დაიწყება და 11:00 საათამდე გაგრძელდება.
ღონისძიებას გაუძღვებიან ჩაის ოსტატები იუ კომაკი და ტოშიკო ონერი. სტუმრების წინაშე დაფქული მწვანე ჩაის რიტუალი მზადდება. ცერემონიალის ორგანიზატორი საქართველოში იაპონიის საელჩოა.