პანორამული ხედები ძველ თბილისზე, მყუდრო, უსაფრთხო და დაცული გარემო ასეთია “ბლოქსი კრწანისი”
დედაქალაქის ცენტრში, მშვიდი და მყუდრო გარემო უკვე დიდი ფუფუნებაა, იშვიათად შეხვდებით პრესტიჟულ ადგილას გარემოს სადაც ცხოვრბის სურვილი გაგიჩნდებათ, თუმცა სამშენებლო კომპანია "ბლოქსი კრწანისი", განსაკუთრებულ პროექტს სთავაზობს მყიდველს.
“ბლოქსი კრწანისი” თბილისის ცენტრიდან 5 წუთის სავალზე, ყოფილი შვეიცარიის საელჩოს ტერიტორიაზე მდებარეობს, საიდანაც იშლება ულამაზესი პანორამული ხედები ძველ თბილისზე, მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე საელჩო და მრავალი დიპლომატიური დაწესებულებაა განთავსებული, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს ყველაფერი უსაფრთხო და დაცული განაშენიანების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.
პროექტი მოიცავს ორ დაბალსართულიან საცხოვრებელ ბლოკს.
“ბლოქსი კრწანისის” კომპლექსი ეკო-მეგობრულ გარემოზეა მორგებული. აღსანიშნავია, რომ 6000მ2-მდე ტერიტორიაზე მოეწყობა მრავალფეროვანი სარეკრეაციო და მოსასვენებელი სივრცეები სპეციალურად შერჩეული ნარგავებით. კომპლექსს მოემსახურება 24/7-ზე დაცვის სამსახური და კონსიერჟი, რაც მობინადრეების სიმშვიდესა და უსაფრთხოებას უზრუნველჰყოფს; კომპლექსი გამოირჩევა პანორამული ხედებით ძველ თბილისსა და კრწანისის მთაზე.