რა ბედი ელის “ბათუმის ავტოსადგურს” და რა გეგმები აქვს ძველ სადგურზე მის ახალ მფლობელ კომპანიას
"ბათუმის ავტოსადგური" გაიყიდა, მისი ახალი მფლობელი "გუმბათი ჯგუფია", რომელიც ტერიტორიაზე 150 მილიონამდე დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, თუმცა გეგმაში ავტოსადგური არ შედის მის ნაცვლად, ადგილზე ბიზნეს ცენტრი აშენდება.
პროექტის მიხედვით, ახალი კომპლექსი მოიცავს: სავაჭრო ცენტრს, სასტუმროს, საცხოვრებელ კომპლექსს, საოფისე სივრცეებს, საპარკინგე ზონას, სწრაფი კვების ობიექტებს, ბავშვთა გასართობ ცენტრს და საბანკო მომსახურების პუნქტებს.
რაც შეეხება ავტოსადგურსა და მასში დასაქმებულ ადამიანებს, კომპანიის ინფორმაციით, ისინი ალტერნატიული ლოკაციის შერჩევაზე მუშაობენ.