35 სართული და 1680 აპარტამენტი – ბათუმში ზღვასთან ახლოს კიდევ ერთი მასშტაბური მშენებლობა იგეგმება
შავი ზღვისპირა ქალაქში, ბათუმში, ზღვიდან მხოლოდ 500 მეტრის დაშორებით კიდევ ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება.
ახალ პროექტს, სამშენებლო და დეველოპერული კომპანია OKTO GROUP-ი ახორციელებს, შენობაში რომელიც 35 სართულს მოიცავს 1680 აპარტამენტი განთავსდება.
“კომპლექსში არის ბავშვთა სამხატვრო სკოლა და გალერეა, რაც ხელს უწყობს კულტურულ განვითარებას. გამწვანებული ეზო სპორტული მოედნებით და სარბენი ბილიკებით უზრუნველყოფს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესაძლებლობას. ფიტნეს დარბაზი, რესტორნები და კაფეები კი ქმნიან იდეალურ გარემოს დასვენებისა და სოციალიზაციისთვის. მიწისქვეშა პარკინგი კი უზრუნველყოფს მცხოვრებლების კომფორტს და ეზოს სივრცის ეფექტურ გამოყენებას.
OKTO ART HOUSE სთავაზობს პრემიუმ კლასის აპარტამენტებს, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებითა და დიზაინერული ავეჯით.”-ვკითხულობთ კომპანიის მიზნებში.