ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით გლდანის მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერის მოწყობა დაიწყო
6 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე, გლდანის მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსთან მწვანე სივრცის მოწყობა დაიწყო. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით ხორციელდება.
„ეს მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან მოსახლეობის თხოვნა იყო, ასევე, ჩვენი დაპირებაც, რომ ეს პროექტი განხორციელდებოდა. სკვერის მოწყობის სამუშაოები 6 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდება. ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი და ფიტნეს ზონა; დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი
სისტემები; განხორციელდება გამწვანების სამუშაოები – დაითესება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 100
000-მდე ლარი დაიხარჯება.