ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში-გამრეკელის ქუჩაზე 4 სართულიანი საცხოვრებლის სრული დემონტაჟი მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6 ში არსებული ავარიული 4-სართულიანი შენობის სრული დემონტაჟი მიმდინარეობს. პროექტი „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარეობს.
დედაქალაქის მერის განმარტებით, თბილისში ბევრი ავარიული საცხოვრებელი შენობა-ნაგებობა საჭიროებს განახლებას.
„ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. ამჟამად გამრეკელის N6-ში მიმდინარეობს ერთ-ერთი ავარიული სახლის დემონტაჟი. ეს იყო ოთხსართულიანი სახლი, რომელსაც მეოთხე კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული. აქ 19 ოჯახი ცხოვრობდა, მივიღეთ ყველას თანხმობა და ამის საფუძველზე მოხდა გადაწყვეტილების მიღება. ამ ოთხსართულიანის ნაცვლად აშენდება 8-სართულიანი, თანამედროვე ქართული არქიტექტურის ნაგებობა. აქ მცხოვრებ ადამიანებს გადაეცემათ მოწესრიგებული, გარემონტებული ფართები, სადაც გააგრძელებენ ცხოვრებას. იქამდე, ვიდრე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ეს ოჯახები მუნიციპალიტეტს ქირით ჰყავს გაყვანილი და ყველა ხარჯს თავის თავზე იღებს დედაქალაქის მერია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ პროექტის დასრულების ვადა 36 თვეა, სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს 6 475 669 ლარსშეადგენს, ხოლო სამშენებლო ფართობი 4809.9 კვ.მ-ია, აღნიშნული პროქტით 19 ოჯახი დაკმაყოფილდება.