რა ღირს უძრავი ქონება ბათუმში- ახალ აშენებულ ბინებზე ფასმა 5%-ით მოიმატა ხოლო ძველ პროექტებზე 6%-ით შემცირდა

ზღვისპირა ქალაქში უძრავი ქონების ბაზარზე ფასები სწრაფად იცვლება, ახალი აშენებული პროექტები ბათუმს ქაოტურად ემატება, დარგის სპეციალისტები და უძრავი ქონების ბაზრის მკვლევარები ამბობენ, რომ ბათუმში გაყიდვები შემცირდა რამაც გავლენა ფასებზეც იქონია. მაინც რა ღირს ბათუმში საცხოვრებელი? ამ მთავარ კითხვას Colliers Georgia-ს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა პასუხობს.

რა ღირს უძრავი ქონება ბათუმში- ახალ აშენებულ ბინებზე ფასმა 5%-ით მოიმატა ხოლო ძველ პროექტებზე 6%-ით შემცირდა

დოკუმენტის მიხედვით, ბათუმში 2024 წლის პირველ კვარტალში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 5%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 945 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 6%-ით, 685 აშშ დოლარამდე შემცირდა.

„2024 წლის პირველ კვარტალში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით 24%-ით, 3,374 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომა კი 20%-ით შემცირდა და 152 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ბათუმში 2024 წლის მარტში ახალაშენებული ბინების ფასი 10%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 992 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 2%-ით, 689 აშშ დოლარამდე შემცირდა.

2024 წლის მარტში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მარტთან შედარებით 20%-ით, 1,185 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომა კი 14%-ით შემცირდა და 56 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ბათუმში 2024 წლის მარტში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 18%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 28%-იანი კლება დაფიქსირდა“, – ნათქვამია მიმოხილვაში.