ავარიული სახლები თბილისში-რა გეგმები აქვს დედაქალაქის მერიას პრობლემის აღმოსაფხვრელად
ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში თბილისის 12 მისამართზე საპროექტო დოკუმენტაცია მზადდება.
თბილისში ძველი საცხოვრებელი კორპუსების უმეტესობას ექპლუატაციის ვადა გაუვიდა. შენობა ნაგებობები დაზიანდა, ხშირ შემთხვევაში ძველი საცხოვრებლები იმდენად ავარიულია, რომ სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ვარკეთილში, კალოუბნის ქუჩაზე მდებარე სამ სართულიანი ავარიული საცხოვრებლის ნაცვლად მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობისთვის საძირკველის მშენებლობა მიმდინარეობს.
დღეს დედაქალაქის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის 10 მისამართზე, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს ხოლო კიდევ 12 მისამართზე ტენდერი გამოცხადდება.
“ვარკეთილის დასახლებაში მე-3 მასივში კერძოდ მე-7 კვარტლის #12 კორპუსის კედლების მოჩარჩოება უკვე დასრულებულია მე-4 სართულამდე. ასევე მე-3 მასივში კალოუბნის 18 ნომერში აქტიურ ფაზაშია საძირკვლის მოწყობის სამუშაოები, აქ სამშენებლო ნებართვები გაცემულია. გარდა ამისა საბურთალოს რაიონში გამრეკელის #6-ში მდებარე კორპუსზე გამოცხადებულია სადემონტაჟო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.” განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა მიმდინარეობს.