ფურცელაძის ქუჩაზე ავარიული სახლები ახლით ჩანაცვლდა
ფურცელაძის N30, N32–სა და N34-ში მდებარე ავარიული შენობები თბილისის განვითარების ფონდმა ახლით ჩაანაცვლა და შიდასარემონტო სამუშაოებიც დაასრულა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ღნიშნული პროექტი 2020 წელს დაიწყო და სამუშაოები უკვე დასრულდა. განხორციელებული პროექტის შედეგად, რვა ოჯახს გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები. მათ წლის ბოლომდე ჩაბარდებათ გარემონტებული ფართები. გარდა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებისა, განხორციელდა ფასადის სამღებრო სამუშაოები და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, თავდაპირველად ფურცელაძის N30, N32–სა და N34-ში მდებარე ავარიული შენობების დემონტაჟი განხორციელდა. ხოლო ახალი შენობები პირვლანდელი იერსახის მიხედვით აშენდა.