რა ბედი ელის ილიას ბაღს და რატომ არ ჩაუტარდა ამ დრომდე რეაბილიტაცია მწვანე ზონას

იერსახის აღდგენა მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება, ინობორმაცია დღეს კახა კალაძემ გაავრცელა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ამდენი ხნის განმავლობაში მწვანე ზონას რეაბილიტაცია ვერ ჩაუტარდა.

რა ბედი ელის ილიას ბაღს და რატომ არ ჩაუტარდა ამ დრომდე რეაბილიტაცია მწვანე ზონას

„ილიას ბაღის ტერიტორია იჯარით არის გადაცემული. 2011 წელს მოხდა მისი გასხვისება 49 წლის ვადით. ხელშეკრულებაში ეწერა, რომ აღნიშნული ტერიტორია უნდა იყოს მოწესრიგებული, ყველანაირად გამართული ინფრასტრუქტურით. ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. უამრავი წერილი და შეტყობინება შემოდის და ისმება კითხვები, რატომ არ აწესრიგებს ამას მერია. ჩვენ ამისი უფლებამოსილება არ გვაქვს, რადგან ბაღი კერძო საკუთრებაშია. წინა სხდომაზე ვიცე-მერს დავავალე, რომ შეხვედროდა ამ კომპანიის წარმომადგენელს და დალაპარაკებოდა. თუ ისინი არ და ვერ ჩაატარებდნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდებოდა და ტერიტორია დაუბრუნდებოდა მუნიციპალიტეტს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო სამუსაოები მომავალი წლის ზაფხულის პერიოდში უნდა დასრულდეს.