2024 წელს ასობით ახალი შენობის აშენება იგეგმება, ქაოტური მშენებლობა ქვეყნის მასშტაბით პიკს აღწევს – სამშენებლო სექტორში თბილისი ლიდერობს

რა იგეგმება სამშენებლო სექტორი? სად აშენდება ყველაზე მეტი ახალი შენობა? რა შენდება? - ამ კითხვებზე პასუხი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახალი კვლევაა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მასშტაბით 2024 წელს იანვარ - მარტში 2 492 მშენებლობის ნებართვა გაიცა. ეს მხოლოდ ორი თვის მონაცემია და დოკუმენტის თანახმად აქედან 48% - დედაქალაქში აშენდება.

2024 წელს ასობით ახალი შენობის აშენება იგეგმება, ქაოტური მშენებლობა ქვეყნის მასშტაბით პიკს აღწევს – სამშენებლო სექტორში თბილისი ლიდერობს

სტატისტიკა დიდი ხანია მოქალაქეებისთვის შემაშფოთებელი აღარაა, რადგან ახალი მშენებლობა უკვე ყოველდგიურობა გახდა, განსაკუთრებით თბილისელებისთვის სადაც, ფანჯრებიდან ხედს ხან ერთი შენობა ხან მეორე ანაცვლებს. თითქოს ყოველ ჯერზე ვფიქრობთ რაღა უნდა აშენდეს და აღმოჩნდება, რომ ასაშენებელი ჯერ კიდევ ბევრია, ამ ყველაფრის ფონზე კი წინა წელთან შედარებით ამავე დოკუმენტის თანახმად, ახალმა შენობებმა 37%-ით მოიმატა.

კვლევის მიხედვით ირკვევა რომ, ყველაზე მეტი შენობა თბილისის შემდეგ: 10.8 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, 7.9 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 7.6 პროცენტი – კახეთის რეგიონზე ნაწილდება.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. აქვე უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ დოკუმენტში საუბარი არაა ბათუმზე სადაც როგორც ჩანს მალე ახალი შენობისთვის არც ერთი კვადრატი მიწა აღარ დარჩება.