რას შეცვლის მეტრო “ახმეტელის” მეორე ამოსასვლელი და როდის გამოცხადდება მასზე ტენდერი?

თბილისის ვიცე-მერის ინფორმაციით, მერიამ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელის მოწყობაზე ტენდერის გამოცხადებას 2023 წლის ბოლოს, ან 2024 წლის დასაწყისში გეგმავს

ხმალაძის განცხადებით თბილისის მეტროსადგურებში, ამ შემთხვევაში კი მეტრო „ახმეტელის თეატრში“ მგზავრთა ნაკადი ყოველწლიურად კიდევ უფრო გაიზრდება, ამიტომ მუნიციპალიტეტის მერია გამტარუნარიანობის შესაბამის გადაწყვეტებზე მუშაობს.

„ამავდროულად ყოველწლიურად ნაკადების კიდევ უფრო მეტად ზრდას ველით, რისთვისაც მუნიციპალიტეტი მზად უნდა იყოს. შესაბამისად, ADB-ის დაფინანსებით დაწყებულია მეტროს ხელმისაწვდომობის გაფართოების პროგრამა, რომელზეც დღეს საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის პროცედურა მიმდინარეობს. ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე ან მომდევნო წლის პირველ კვარტალში გამოცხადდება ტენდერი, რომელიც ახმეტელის მეტროს ალტერნატიული ჩასასვლელის მოწყობას გულისხმობს“, – აღნიშნა ხმალაძემ.