თბილისში ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები სხვადასხვა ხაზებზე 2 მარტიდან გადანაწილდებიან
მთავრობა დამატებით 40 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს შეიძენს-ინფორმაცია თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი, ასევე კახა კალაძის განცხადებით თბილისში ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები სხვადასხვა ხაზებზე 2 მარტიდან გადანაწილდებიან.
“ეს ყველაფერი იმისთვის, რომ უფრო მეტი მგზავრის გადაყვანა შევძლოთ, უფრო კომფორტული იყოს მგზავრობა და ახალი ავტობუსების გაბარიტებიდან გამომდინარე, იმ პრობლემების გამოსწორების შესაძლებლობა გვექნება, რაც წინა წლებში გვქონდა – უამრავი ადამიანი და გადაჭედილი ავტობუსები, შესაძლებლობა გვექნება”, – განაცხადა კალაძემ.
მარტიდან ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები, ეტაპობრივად გადანაწილდება შემდეგ მარშრუტებზე:
N301 – წმინდა ბარბარეს უბანი – პოლიტკოვსკაიას ქუჩა
N308 – გლდანი VII-VIII მ/რ – ბარათაშვილის ქუჩა
N314 – დიდი დიღმის IV მ/რ – ბარათაშვილის ქუჩა
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის მიერ შეძენილი MAN-ის ფირმის 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსიდან 50 ერთეული დედაქალაქში 2024 წლის დასაწყისში ჩამოვიდა და სატესტო რეჟიმში N302 ხაზზეც ამოქმედდა. დარჩენილი ავტობუსების ხაზზე გაშვება კი ეტაპობრივად იგეგმებოდა. ავტობუსებზე ბიუჯეტიდან 259 მილიონი ლარი დაიხარჯა.