1 წლის განმავლობაში, დედაქალაქს 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შეემატება თუმცა სულ, მერიამ 200 ავტობუსი უნდა შეიძინოს

"ჩვენ თავიდან ნათქვამი გვქონდა 200 ერთეული ავტობუსის შეძენა, თუმცა ფინანსური მდგომარეობის გამო, გასულ წელს 160 ერთეული ავტობუსი შევიძინეთ."-განაცხადა დედაქალაქის მერმა

1 წლის განმავლობაში, დედაქალაქს 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შეემატება თუმცა სულ, მერიამ 200 ავტობუსი უნდა შეიძინოს

კახა კალაძის განმარტებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დროის შემცირება მნიშვნელოვანია.

„იცით, ჩვენ თავიდან ნათქვამი გვქონდა 200 ერთეული ავტობუსის შეძენა, თუმცა ფინანსური მდგომარეობის გამო, გასულ წელს 160 ერთეული ავტობუსი შევიძინეთ.

წელს გამოცხადებული გვქონდა დარჩენილ 40 ერთეულ 18 – მეტრიან ავტობუსზე ტენდერი. გვყავს გამარჯვებული კომპანია „თეგეთა მოტორსი“, რომელიც მოგვაწვდის „მანის“ მარკის 40 ერთეულს, რომელიც გაზზე მომუშავეა, ისეთივეა, როგორიც დღეს თბილისში გადაადგილდება.

ჩვენი პოლიტიკის მიზანია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ ყველასთვის კომფორტული, ყველასთვის ხელმისაწვდომი. ადამიანებს გაჩერებაზე დიდხანს არ უწევდეთ ლოდინი, ლოდინის დროის შემცირება მნიშვნელოვანია. 1 წელში უნდა მოხდეს ავტობუსების მოწოდება“, – აღნიშნა კალაძემ.