რა ღირს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პარკირება და რამდენ ავტომობილს იტევს სადგომი – მაღალი ტარიფი და უკმაყოფილო მგზავრები
თბილისის საერთაშორისო აეროპორტს 1000 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი აქვს, თუმცა ხშირია პარკირების პრობლემა, ზოგჯერ სადგომზე ადგილი არ არის, ამასთანავე მგზავრები უკმაყოფილო არიან მაღალი ტარიფებით.
ჩვენი რესპოდენტი მარი ქებაძე გვიყვება, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტით მგზავრობა ხშირად უწევს სამსახურიდან გამომდინარე, შესაბამისად მანქანას აეროპორტის სადგომზე ტოვებს, თუმცა რამდენიმე დღეში უკან დაბრუნების შემდეგ მაღალი ტარიფის გადახდა უწევს.
“ჩამოსვლის შემდეგ 100 ლარზე მეტის გადახდა მიწევს ყოველ ჯერზე, არადა ტაქსით, რომ ვიმგზავრო ისიც ძალიან მაღალი ტარიფითაა და თითქმის არ იღს, ისევ ჩემი ავტომობილით მირჩევნია, არადა ჩვენი ქვეყნისთვის თბილისიდან ფრენაც კი ძვირი ღირს და ამას როცა პარკირების მაღალი ტარიფი ემატება, მართლა ძალიან რთულია ჩვენი მოქალაქეებისთვის.” განაცხადა მარი ქებაძემ, ჩვენთან საუბრისას.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პარკირების საფასური ასეთია:
პარკირება 1-სთ – 4 ლ
პარკირება 1-3 სთ – 5 ლ
პარკირება 3-6 სთ – 7 ლ
პარკირება 6-12 სთ – 10 ლ
პარკირება 24 სთ – 15 ლ
შეგახსენებთ, რომ ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის აშენების შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დაიკეტება და მას სხვა დანიშნულება მიეცემა.