ქუთაისის ცენტრიდან აეოროპორტის მიმართულებით და პირიქით ავტოუსები იმოძრავებენ რომელთა ღირებულება 5 ლარი იქნება

ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით ქალაქის ცენტრიდან და პირიქით, დღეიდან ავტობუსები მოემსახურება მგზავრებსა და აეროპორტის თანამშრომლებს. ახალი მარშუტი დღეიდან ამოქმედდა, მგზავრებს 3 უახლესი SHUTTLE BUS ემსახურება. ავტობუსები იმოძრავებს საათში ერთხელ, რაც იმას ნიშნავს, რომ მორგებული იქნება ფრენების განრიგზე. გაჩერდება ქუთაისის აეროპორტთან და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრთან.

ქუთაისის ცენტრიდან აეოროპორტის მიმართულებით და პირიქით ავტოუსები იმოძრავებენ რომელთა ღირებულება  5 ლარი იქნება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის თქმით, აეროპორტისკენ მოძრავი ავტობუსები ფრენების განრიგზე იქნება მორგებული.

„ჩვენ განვახორციელეთ მილიონ 400 ათასი ლარის ინვესტიცია, შევიძინეთ სამი უახლესი ევრო 6-ის სტანდარტის მქონე ავტობუსი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს და ტურისტებს მოემსახურება Shuttle Bus-ის პრინციპით. ავტობუსები იმოძრავებს საათში ერთხელ, რაც იმას ნიშნავს, რომ მორგებული იქნება ფრენების განრიგზე. გაჩერდება ქუთაისის აეროპორტთან და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრთან. ღირებულება იქნება ხვალიდან ხუთი ლარი. დღეს მგზავრებს მოვემსახურებით უფასოდ“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.