1962 წლის შემდეგ პირველად საქართველოს 5 ჟირაფი ეყოლება – თბილისის ახალი ზოოპარკი ახალი მობინადრეების მოლოდინშია

თბილისის ახალი ზოოპარკი ახალი მობინადრეებისთვის ვოლიერებს ამზადებს, მალე თბილისში ხუთი 3 მეტრი სიმაღლის, ჟირაფი დაიდებს ბინას.

1962 წლის შემდეგ პირველად საქართველოს  5 ჟირაფი ეყოლება – თბილისის ახალი ზოოპარკი ახალი მობინადრეების მოლოდინშია

ჟირაფი თბილისის ძველ ზოოპარკში 60-იანი წლების ბოლოს იყო ისიც რამდენიმე კვირით, თუმცა ამ ამბის პარალელურად ბევრი თბილისელისგან მოისმენთ, რომ თბილისის ზოოპარკში ჟირაფები ახსოვთ. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ეს საკითხი სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილებოდა, ერთნი ამტკიცებდნენ, რომ ბავშვობაში ნანახი ჟირაფი ნათლად ახსოვდათ. თუმცა kalaki.ge-ს თბილისის ზოოპარკი უდასტურებს, რომ ცხოველი ერთადერთხელ ისიც რამდენიმე კვირით იყო თბილისის ზოოპარკში. ასე, რომ დედაქალაქელები ახლა ნამდვილად შეძლებენ ჟირაფების ნახვას, თბილისის ახალ ზოოპარკში.