kalaki.ge – დაინტერესდა როგორ ხვდებიან შავი ზღვისპირა ქალაქში ზაფხულის ცხელ სეზონს და რა მოლოდინები აქვთ

სულ ცოტა დრო რჩება შავი ზღვისპირა კურორტებზე ახალი ზღვის სეზონის გახსნამდე, kalaki.ge დაინტერესდა, არის თუ არა სხვადასხვა აპარტამენტი უკვე დაჯავშნილი და როგორია წინა წელთან შედარებით ახალი სეზონის მოლოდინი?

kalaki.ge – დაინტერესდა როგორ ხვდებიან შავი ზღვისპირა ქალაქში ზაფხულის ცხელ სეზონს და რა მოლოდინები აქვთ

ჩვენ ვესაუბრეთ, მარიამ ქათამაძეს რომელსაც ბათუმში რამდენიმე აპარტამენტი აქვს, მისი განმარტებით ივნისის 10-დან მთელი თვე დაჯავშნილია და ძირითადად უცხოელ სტუმრებს ელოდება.

“ჯავშნების მიღება აპრილის თვიდან დავიწყეთ, 10 ივნისიდან მთელი თვე დაჯავშნილია, შარშარშანდელთან შედარებით ვფიქრობ წელს უკეთ იწყება სეზონი და იმედი გვაქვს ბოლომდე გასტანს, მთავრია ამინდებმაც შეგვიწყოს ხელი რადგან შარშან უამინდობის გამო ბევრმა გაგვიუქმა ჯავშანი” ამბობს მარიამი.

ზაფხულის ცხელ სეზონს გონიოშიც აქტიურად ხვდებიან, გიორგი მანაგაძეს, რომელსაც რამდენიმე აპარტამენტი აქვს გვითხრა რომ პირველი დამსვენებლები 1-ელ ივნისს მიიღო.

“ივლისის დასაწყისამდე დაიჯავშნა ჩვენი აპარტამენტები, წელს ფასის ცვლილება არ გვაქვს, იგივე დავტოვეთ რაც შარშან, ამიტომ რამდენიმე ისეთი შეგვეხმიანა ვინც წინაა წელს ჩვენთან ისვენებდა, დიდი იმედით ველოდებით ზაფხულის სეზონს, რადგან ეს თანხა ჩვენს ოჯახებს მთელი წელი უნდა ეყოს.”-ამბობს გიორგი.

შეგახსენებთ, რომ წელს ზღვის სეზონი ოფიციალურად 9 ივნისს გაიხსნება.