ასეთი ცუდი სეზონი ჯერ არ ყოფილა-როგორ აფასებენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ზღვის სეზონს

მიუხედავად იმისა, რომ ზღვისპირა ქალაქები ტურისტების ნაკლებობას არ განიცდიდა, როგორც აღმოჩნდა ეს ბიზნეს სექტორისთვის საკმარისი არაა.

ასეთი ცუდი სეზონი ჯერ არ ყოფილა-როგორ აფასებენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ზღვის სეზონს

ნანა გუგუშვილს, რომელსაც ბათუმში რამდენიმე აპარტამენტი აქვს, გვიყვება რომ მიუხედავად უცხო ქვენის მოქალაქეების სიმრავლისა, არც თუ ისე განსაკუთრებული იყო წლევანდელი სეზონი.

“რაღაც პერიოდი მიჭეირდა კიდეს აპარტამენტების გაქირავება. მე მაინც მგონია, რომ მიზეზი რა თქმა უნდა ჩვენი მოსახლეობისთვის მაღალი ფასებია, მაგრამ ჩვენთან სეზონი მოკლეა ამიტომაა შედარებით მაღალი ფასები. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები წელს შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის არ მყოლია სტუმრად, ყველა უცხოელი იყო. სამწუხაროა, რომ ადგილობრივებს საკუთარ ქვეყანაში დასვენება უჭირთ, მაგრამ ჩვენც როგორ მოვიქცეთ? ეს შემოსავალი მთელი წელი უნდა გავანაწილოთ.”

საგულისხმოა, რომ საკურორტო ზონებში გაზრდილ ფასებზე საჯაროდ სოციალურ ქსელში ხშირად წერდნენ მოქალაქეები. ფასები საცხოვრებელზე და პროდუქტებზე, ხშირად იმდენად არარეალური გამოდიოდა საშუალო ფენისთვის, რომ ზღვისპირას დასვენებაზე უარს ამბობდნენ.

საინტერესოა სასტუმრო “კოლხიდას” დამფუძნებლის ინტერვიუ, რომელმაც ერთ-ერთ მედიასთან ისაუბრა. მან წლევანდელ სეზონს კატასტროფული უწოდა და მეტიც ის 2008 წლის ზაფხულს შეადარა რომელიც მძიმე იყო საქართველოსთვის და შესაბამისად იმ წელს ზღვის სეზონი ფაქტობრივად ჩავადრა.

შეგახსენებთ, რომ საკურორტო ზონებში ზღვის სეზონი ოფიციალურად 15 სექტემბერს დასრულდა.