ზღვისუბანში, საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ, გზის დამჭერი საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 100 მ სიგრძის კედელი შენდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ზღვისუბანში, საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

მერიის ცნობით, სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი, ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ, ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო.

„რომელაშვილის ქუჩაზე გამაგრების სამუშაოები ოთხ ეტაპად მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში, მშენებლობის მეორე ეტაპი დასრულდება, რის შემდეგაც საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ აღდგება. ბოლო ეტაპის სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, გზის სავალი ნაწილი სრულად გაიხსნება და ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ შეაწუხებს. ასევე, საყრდენი კედლის მოწყობის დასრულების შემდეგ, ლითონის დამცავი ღობე დამონტაჟდება“,- განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად, ნაძალადევის რაიონის გამგეობას ბიუჯეტში 800 060 ლარი აქვს გათვალისწინებული.