ზღვის დაბინძურებასა და უკანონო თევზჭერაზე სანქციები მკაცრდება – რა თანხით დაჯარიმდება სამართალდამრღვევი პირი?
ზაფხულში, ზღვის დაბინძურების ფაქტები ხშირია, ასევე ხშირია უკანონო თევზჭერა, რომელიც ამიერიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილების მიხედვით, კიდევ უფრო მკაცრდება.
ელექტროდენით, ელექტროიარაღით, სხვა აკრძალული იარაღით, ასაფეთქებელი, ასევე მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით, დაისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით 320-იდან 400 საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
აღნიშნული კანონი მიმდინარ წლის 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდება, ისევე როგორც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილება.
საუბარია, გემიდან, სხვა მცურავი საშუალებიდან, პლატფორმიდან, მილსადენიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, ზღვაში მავნე, დამაბინძურებელი ნივთიერებების, საწარმოო, ტექნიკური ან სხვა სახის ნარჩენების ან/და მასალის ჩაღვრაზე, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 000 ლარის ოდენობით.