გაიზრდება თუ არა შავი ზღვის დაბინძურებაზე ჯარიმები
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, გემიდან ზღვის დაბინძურებაზე ფულადი სანქცია 65 ათასი ლარია.
ჯარიმის გაზრდის შესახებ მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული.
შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზით დგინდება, რომ თურქეთში, ნავთობპროდუქტებით შავი ზღვის დაბინძურებაზე საზღვაო ხომალდების საერთო წონის შესაბამისად, საჯარიმო სანქციების ოდენობა მკვეთრად აღემატება საქართველოში განსაზღვრულ საჯარიმო თანხის ოდენობას. კერძოდ, ჯარიმის ოდენობა მერყეობს 265 700 ლარიდან 797 200 ლარამდე. ასევე მაღალია საჯარიმო სანქციები რუმინეთსა და ბულგარეთში.