თბილისში, ზანდუკელის ქუჩიდან ბახალაძეების გამოსახლება გადაიდო
კეკელიძის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევა, რომელიც ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებას ეხება ჯერ კიდევ არ დასრულებულა და მალევე კიდევ სამი ოჯახის გამოსახლება დაიგეგმა. ერთ-ერთი დადიანის ქუჩაზე 24 იანვარს იყო ჩანიშნული, სადაც უამრავი მოქალაქე მივიდა ოჯახის მხარდასაჭერად. გამოსახლების პროცესი გადაიდო, ასევე დღეს იყო ჩანიშნული ზანდუკელის ქუჩაზე ბალახაძეების 7 სულიანი ოჯახის გამოსახლება, სადაც აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები ადგილზე არ მისულან.
ბალახაძეების ოჯახის მხარდასაჭერად, სახლთან სამოქალაქო აქტივისტები და სტუდენტები მივიდნენ.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ე.წ. მევახშისთვის გადასახდელი თანხის დასაფარავად მზად არიან, თუმცა გამსესხებელი მაინც ცდილობს, რომ ოჯახი აღსრულების ბიუროს დახმარებით გაასახლოს.
“ცხადია, სადაც ვდგავართ, ამ ბინის თვითღირებულება ბევრად აღემატება დავალიანებას და საკითხის დაყენება, რომ ქუჩაში დავდგე და ვინმეს დახმარება ვთხოვო, არ დგას, რადგან ჩემი ბინა უზრუნველყოფს ამ ვალის დაფარვასაც და იმასაც, რომ მე საერთოდ ქუჩაში არ დავრჩე”, – ამბობს გუჯა ბალახაძე.
არავინ იცის გადადებული გამოსახლების პროცესი რამდენხანს გასტანს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაშიც მევახშეს არ სურს კუთვნილი თანხის დაბრუნება ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ბახალაძეების სახლს დაეპატრონება, რომელიც გაცილებით მეტი ღირს ვიდრე მისთვის გადასახდელი თანხა.